Aa
Aa

მარეი ჩოგბურთს 11 თვიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ენდი მარეი 11 თვიანი პაუზის შემდეგ კორტზე ბრუნდება და ლონდონის Queens Club-ის ტურნირზე ითამაშებს. ბრიტანელი ჩოგბურთელი გათამაშების პირველ რაუნდში, ავსტრალიელ ნიკ კირგიოსს შეხვდება.

მარეიმ, რომელიც ამჟამად მსოფლიოს 157-ე ჩოგანია, ბოლო ოფიციალური შეხვედრა გასული წლის 12 ივლისს ჩაატარა, მას შემდეგ კი ნოემბერსა და დეკემბერში საჩვენებელ მატჩებში მიიღო მონაწილეობა. ენდიმ იანვარში ოპერაცია გაიკეთა, ახლა კი კორტზე დასაბრუნებლად მზადაა.

დიდი სლემის ტურნირების 3 გზის გამარჯვებული, Queens Club-ში ზედიზედ მე-11-ედ ითამაშებს და ამ ტურნირზე 30 მოგება და 6 წაგება აქვს. მან ლონდონში ტიტულის მოგება 5-ჯერ - 2009; 2011; 2013; 2015 და 2016 წლებში მოახერხა.

წლევანდელ ტურნირზე პირველ ნომრად მარინ ჩილიჩია განთესილი, მე-2 ნომერი გრიგორ დიმიტროვია, ხოლო მე-3 - კევინ ანდერსონი. სხვა მონაწილეთაგან, ნოვაკ ჯოკოვიჩი, სტენ ვავრინკა, მილოშ რაონიჩი, დავიდ გოფენი, ფელისიანო ლოპესი, ტომაშ ბერდიხი და ფერნანდო ვერდასკო უნდა გამოვარჩიოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები