Aa
Aa

მოსამზადებელი ტურნირი "ნაცუ ბაშოს" დაწყებამდე - ტოჩინიშინი ლეგენდარული ჰაკუჰოს წინააღმდეგ

საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ ლევან გორგაძისთვის მიმდინარე "ნაცუ ბაშოზე" გადამწყვეტი ორთაბრძოლა სუმოს ლეგენდის მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰოს წინააღმდეგ გამოდგეს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ დღეს დაუპირისპირდება ტოჩინოშინი ჰაკუჰოს, თუმცა ეს დღე ახლოვდება და მას ყველა მოუთმენლად ელის.

ჰაკუჰო სუმოს ცოცხალი ლეგენდაა. მონღოლს, ტოპ დივიზიონი 40-ჯერ აქვს მოგებული!

ბოლო დროს ჰაკუჰოს ტრავმა აწუხებდა და მან რამდენიმე ბაშო გამოტოვა, თუმცა ახლა ის დაბრუნდა და კარგ ფორმაშიც იმყოფება. ტოჩინოშინთან და კაკურიუსთან ერთად ის "ნაცუ ბაშოს" მოგების უმთავრეს ფავორიტად ითვლება.

ჰაკუჰოს მოგება წაგებათა ბალანსი 9-1-თან აქვს. ის ტურნირის მე-6 დღეს მეორე მაეგაშირა აბისთან მოულოდნელად დამარცხდა და ლევანს ცხრილში გალიდერების საშუალება მისცა.

 

ალბათ ყველას აინტერესებს, თუ რა და რატომ ისროლეს ბრძოლის დასრულების შემდეგ მაყურებლებმა. ეს გახლავთ კინბოში და მას მხოლოდ იმ შემთხვევაში ისვრიან, თუ ყველაზე დაბალი რანგის, ანუ მაეგაშირას წოდების სუმოისტი ყველაზე მაღალი რანგის მებრძოლს, ანუ იოკუძუნას დაამარცხებს.

მონღოლი სიმაღლეში 192 სმ. გახლავთ. მისი წონა 155 კილოგრამია.

ჰაკუჰო ორთაბრძოლის დაწყების წინ მეტოქეს სახეში ხელს ურტყამს და ამით მას აბნევს, რის შემდეგაც უპირატესობა მის ხელში გადადის და საბოლოოდ იმარჯვებს კიდეც, თუმცა ეს ყველაფერი ტოჩინოშინისთვისაც ცნობილია.

ვიდეოში ჰაკუჰოს სტილი კარგად ჩანს

 

ლევან გორგაძისა და ჰაკუჰოს დაპირისპირება "ნაცუ ბაშოს" დაწყებამდე მოსამზადებელ ტურნირზე შედგა.

ორთაბრძოლა საკმაოდ დაძაბული, სანახაობრივი და საინტერესო გამოდგა, რომელიც ლევანის გამარჯვებით დასრულდა.

იმედი ვიქონიოთ, რომ ქართველი სუმოისტი ლეგენდარულ ჰაკუჰოს "ნაცუ ბაშოზეც" გაუსწორდება და მსოფლიოს კიდევ ერთხელ აალაპარაკებს.

ცხელი ამბები