Aa
Aa

კვლავ ფაჩულიასა და კარის გარეშე - "გოლდენ სტეიტმა" "ნიუ ორლეანი" დაამარცხა

გამთენიისას "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს პლეი-ოფების მე-2 რაუნდის სერია გახსნა და "ორაქლ არენაზე" "ნიუ ორლეან პელიკანსს" უმასპინძლა.

"ოქროს შტატელებმა" ენტონი დევისის გუნდი 123:101 დაამარცხეს.

"გოლდენის" რიგებში კვლავ არ უთამაშია ზაზა ფაჩულიას. ქართველი ცენტრი თადარიგში იყო.

სტივ კერის გუნდის რიგებში საუკეთესო იყო დრიემონდ გრინი, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა - 16 ქულა, 15 მოხსნა, 11 გადაცემა.

ორმაგი დუბლი მიითვალა კევინ დურანტმა - 26 ქულა, 13 მოხსნა.

27 ქულით გამოირჩა კლეი ტომპსონი. ტრავმის გამო კვლავ არ უთამაშია სტეფ კარის, რომლის დაბრუნებას სწორედ "ნიუ ორლეანთან" ელოდნენ.

შეხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი მე-3 მეოთხედში იყო, როდესაც "გოლდენის" ხანგრძლივი იერიში ანდრე იგუდალამ დააგვირგვინა.

სტუმართა რიგებში საუკეთესო იყო ენტონი დევისი, რომლის ანგარიშზე ორმაგი დუბლი იყო - 21 ქულა, 10 მოხსნა.
რაჟან რონდოს მონაგარი 9 ქულა, 8 მოხსნა და 11 გადაცემა იყო.

უნდა ითქვას, რომ შეხვედრაში გადამწყვეტი პირველი ნახევარი გამოდგა.

საწყისი მეოთხედი დაძაბული და საინტერესო იყო, რომელიც "გოლდენის" გამარჯვებით 35:34 დასრულდა, მეორე მეოთხედში კერის გუნდმა გააკეთა ის, რასაც მატჩის დროს ერთხელ მაინც აკეთებს ხოლმე - "გოლდენმა" დიდი გაქცევა მოაწყო და შეხვედრის ბედი ნაადრევად გადაწყვიტა - 41:21.

აქვე გეტყვით, რომ სერიის მე-2 დაპირისპირება მაისს გამთენიისას 06:30 საათზე კვლავ ოკლენდში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები