ჭანტურიშვილის მორიგი გამარჯვება - ქართველი ჩემპიონობას უახლოვდება
Aa
Aa

ჭანტურიშვილის მორიგი გამარჯვება - ქართველი ჩემპიონობას უახლოვდება

სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის 27-ე ტურში ლიდერმა ტრნავას ''სპარტაკმა'' 1:0 დაამარცხა ''რუჟემბეროკი.'' გამარჯვებულთა შორის ვახტანგ ჭანტურიშვილმა სასტარტოში 90 წუთი ითამაშა. 63-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლი 24 წლის ფეხბურთელის აქტიურობას მოყვა. ჭანტურიშვილის ჩაწოდების შემდეგ მისმა თანაგუნდელმა სამი ქულის მომტანი გოლი გაიტანა.

 

თბილისის ''დინამოს'' ყოფილმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ფორტუნა ლიგის 26 მატჩში 5 გოლი შეაგდო და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ჭანტურიშვილის გუნდი საუკეთესო ექვსეულში 60 ქულით პირველ ადგილზეა და 9 ქულით უსწრებს მეორეადგილოსან ''დუნაისკა სტრედას''ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი.

ვახტანგ ჭანტურიშვილი 2016 წელს თბილისის ''დინამოსთან'' ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა ორჯერ მოიგო საქართველოს თასი, სამჯერ კი საქართველოს სუპერთასზე გაიმარჯვა. უკრაინული ''ოლექსანდრიას'' ყოფილი შემტევისთვის სლოვაკეთის ჩემპიონობა პირველი უცხოური ტიტული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები