Aa
Aa

კონორ მაკგრეგორი პოლიციას ჩაბარდა! ირლანდიელი მორიგ სკანდალში გაეხვა

2016 წლის ნოემბერში კონორ მაკგრეგორი „UFC“-ის დაუმარცხებელი მებრძოლი იყო, რომელმაც რამდენიმე დღის შემდეგ „მედისონ სქუეარ გარდენში“ ედი ალვარესი დაამარცხა და მსუბუქი წონის ტიტული მოიპოვა.

ალვარესი-მაკგრეგორის ორთაბრძოლა მნიშვნელოვანი თარიღი იყო „UFC“-ის ისტორიაში, სწორედ ამ დღეს დასრულდა „ნიუ-იორკის შტატის“ შეზღუდვები “MMA“-ზე და „ბროდვეიზე“ ირლანდიელის ბენეფისი ვიხილეთ.

მატჩიდან 18 თვის შემდეგ მაკგრეგორი კვლავ განხილვის საგანია,  ამჯერად მან საყოველთაო კრიტიკა მორიგი გამოხტომის გამო  დაიმსახურა. გუშინ იგი სწორედ იმ სპორტს დაესხა თავს, რომელმაც მას პოპულარობა და ფინანსური უზრუნველყოფა მოუტანა.

  

კონორმა, საკუთარ გარემოცვასთან ერთად ავტობუსს, რომელსაც "UFC"-ის მებრძოლები სასტუმროში გადაჰყავდა, სხვადასხვა საგნები დაუშინა და შემდეგ შემთხვევის ადგილი ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით დაშავებულია მაიკლ კიეზა, რომელსაც სახეზე რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.

დანა უაითმა აღნიშნულ შემთხვევას „UFC“-ის ისტორიაში ყველაზე საშინელი მოვლენა უწოდა.

შეგახსენებთ, რომ ირლანდიელს ფლოიდთან მატჩის გამო "UFC"-ის ეგიდით 2016 წლის ნოემბრის შემდეგ არ უჩხუბია და დანა უაითი იძულებული გახდა მისთვის მსუბუქი წონის კატეგორიის ტიტიული ჩამოერთვა.

აღნიშნული ქამრისთვის ხაბიბ ნურმაგომედოვი და მაქს ჰოლოუეი 7 აპრილს იბრძოლებენ. კონორმა უაითის მიმართ უკმაყოფილება მრავალჯერ გამოხატა და იგი საჯაროდ არაერთხელ გააკრიტიკა.

 

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ ირლანდიელი პოლიციას ჩაბარდა და საკუთარ დანაშაულზე პასუხისგებისთვის მზადყოფნა განაცხადა..

ცხელი ამბები