ქართველმა ძიუდოისტებმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს
Aa
Aa

ქართველმა ძიუდოისტებმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები, სოფელ წილკანში იმყოფებოდნენ და არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრეს.

"ეს შემთხვევა უმძიმესი ტრაგედიაა მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის. ვფიქრობთ, ჩვენი მხრიდან მინიმალური, რაც შეიძლება გავაკეთოთ, აქ მოსვლა და ოჯახისთვის მისამძიმრებაა.

ვიზიარებთ ამ ტკივილს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი შემთხვევა უკანასკნელი იქნება". - განაცხადა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი, 26 დღიანი ლოდინის შემდეგ, ქართულ მხარეს გუშინ საღამოს გადასცეს. ტატუნაშვილს, შაბათს, ქანდაში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ცხელი ამბები