პირველი ფინალისტი ვოზნიაცკია
Aa
Aa

პირველი ფინალისტი ვოზნიაცკია

ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა თანრიგის პირველ 1/2 ფინალურ შეხვედრაში, კაროლინ ვოზნიაცკიმ, ელიზ მერტენსს, 2 სეტში 6:3 7:6 მოუგო.

პირველი სეტის ბედი ერთადერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, ხოლო მეორე პარტიაში, 6:5-ზე, როცა ვოზნიაცკი აწვდიდა, მერტენსს ორმაგი სეტ-პოინტი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა და საბოლოოდ თამაში 2 სეტში დათმო.

კაროლინ ვოზნიაცკი დიდი სლემის ტურნირის ფინალში მესამედ გავიდა. აქამდე ჩატარებული ამერიკის ღია პირველობის ორივე ფინალი მას წაგებული აქვს.

ვოზნიაცკის მეტოქე სიმონა ჰალეპისა და ანგელიკ კერბერის მატჩში გამარჯვებული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები