ნადალი აბუ დაბის ტურნირს გამოტოვებს
Aa
Aa

ნადალი აბუ დაბის ტურნირს გამოტოვებს

მსოფლიოს პირველი ჩოგანი - რაფაელ ნადალი, აბუ დაბიში გასამართ საჩვენებელ ტურნირს დააკლდება.

აბუ დაბიში გასამართი გათამაშება 28-დან 30 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება და მასში ნადალის გარდა, მილოშ რაონიჩი და სტენ ვავრინკაც ვერ ითამაშებენ.

31 წლის ესპანელი ჩოგბურთელი, მომავალი სეზონის პირველ ტურნირს ბრისბენში ჩაატარებს, ხოლო შემდეგ ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოვა.

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ნადალის აქტივში 16 მოგებული გრანდ სლემია. იგი ყველა დროის რეკორდსმენ როჯერ ფედერერს 3 ტიტულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები