მან, ვინც
Aa
Aa

მან, ვინც "რეალი" დაამარცხა... - "რომა" შეცდომის გამოსწორებას აპირებს?!..

იტალიური "რომა" ბოლო დროს სატრანსფერო ბაზარზე აშკარად გააქტიურებულია და პრესა ამჯერად მის მორიგ სამიზნეზე ალაპარაკდა.

"ჯალოროსიმ" გასულ ზაფხულს ანტონიო სანაბრია 50%-იანი სატრანსფერო უფლებით სევილიურ "ბეტისში" გაყიდა, თუმცა 2018 წლის ზაფხულში მისი 11 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეუძლია.

როგორც ირკვევა, რომაელებს სანაბრიას გამოსყიდვა სურთ და ამ საკითხზე "ბეტისს" სეზონის დასრულებისთანავე დაელაპარაკებიან.

საგულისხმოა, რომ 21 წლის პარაგვაელის თამაშით დიეგო სიმეონეა მოხიბლული და მისი "ატლეტიკოში" გადაყვანა უნდა.

იტალიურმა Calciomercato-მ კიდევ ერთი შესაძლო ვარიანტის შესახებ დაწერა.

"რომა" მზადაა "როხიბლანკოს" სანაბრია დაუთმოს, თუკი სანაცვლოდ ურუგვაელ ცენტრალურ მცველ ხოსე მარია ხიმენესს მიიღებს.

ანტონიო სანაბრიას ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 7 გოლი აქვს გატანილი.

გვახსოვს, რომ პარაგვაელმა რამდენიმე ტურის წინ "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალს" გაუტანა და შეხვედრა "ბეტისმა" ამ გოლის წყალობით 1:0 მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები