მერტენსი
Aa
Aa

მერტენსი "ნაპოლის" დატოვებს? მისი გამოსასყიდი თანხა გაკვირვებას იწვევს

გონსალო იგუაინის გუნდიდან წასვლის შემდეგ, "ნაპოლის" ცენტრფორვარდის პოზიციაზე პრობლემები შეექმნა და მოულოდნელად იგი დრის მერტენსმა მოაგვარა.

ბელგიელმა შემტევმა პოზიცია შეიცვალა და ახალი როლი დიდებულად მოირგო. მან, გასულ სეზონში 46 მატჩი ჩაატარა და 34 გოლის გატანა შეძლო.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, 30 წლის მერტენსს ნეაპოლელებთან კონტრაქტი 2020 წლამდე აქვს გაფორმებული და მისი გამოსასყიდი თანხა მხოლოდ 28 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ცოტა არ იყოს მოულდნელია.

ამ ფაქტის გათვალისწინებით ნეაპოლელები ვარაუდობენ, რომ მერტენსი სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს. მისით რამდენიმე გრანდი ინტერესდება და ნებისმიერ მათგანს შეუძლია, რომ 28 მილიონი გადაიხადოს. ფეხბურთელის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი" იჩენს.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი ფეხბურთელის ანგარიშზე წლევანდელ სეზონში უკვე 11 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები