Aa
Aa

კვიტოვას პირველი ტიტული დაბრუნების შემდეგ

ჩეხი ჩოგბურთელი პეტრა კვიტოვა ბირმინგემის ტურნირის 2017 წლის გათამაშების გამარჯვებული გახდა.

კვიტოვამ ტურნირი ძალიან დამაჯერებლად გაიარა და ფინალამდე სეტის წაუგებლად მივიდა.

გადამწყვეტ შეხვედრაში მისი მეტოქე ახალგაზრდა ავსტრალიელი ეშლი ბარტი გახლდათ, რომელმაც გამოცდილ მეტოქეს პირველი სეტი 6:4 მოუგო.

ამის შემდეგ პეტრამ თამაშში გარდატეხა შეიტანა, დარჩენილი ორი სეტი საკმაოდ მარტივად 6:3 6:2 მოიგო და ტიტულსაც დაეუფლა.

27 წლის ჩეხმა კარიერაში WTA-ს მე-20 ტურნირი მოიგო. 

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს კვიტოვას საკუთარ სახლში დანით ჭრილობა მიაყენეს და იგი კორტზე დაახლოებით 5 თვის მანძილზე ვერ გამოდიოდა. დაბრუნების შემდეგ კვიტოვამ პირველი ტიტული მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები