მანჯუკიჩი
Aa
Aa

მანჯუკიჩი "იუვენტუსში" 2020 წლამდე დარჩება

ტურინის "იუვენტუსის" ხორვატი შემტევი, მარიო მანჯუკიჩი, კლუბთან კონტრაქტს კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს.

იტალიური კლუბის ოფიციალური საიტი გვამცნობს, რომ მანჯუკიჩთან შეთანმება მიღწეულია და ის ახალ კონტრაქტს ხელს "ჩემპიონთა ლიგის" ფინალის შემდეგ მოაწერს.

ფეხბურთელს "ბებერ ქალბატონთან" ხელშეკრულება 2019 წლამდე აკავშირებდა და ახლა ის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება.

მანჯუკიჩი "იუვენტუსში" 2015 წელს მადრიდის "ატლეტიკოდან" გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები