ასენსიო:
Aa
Aa

ასენსიო: "პერესს ჩემი შენარჩუნება რაფა ნადალმა ურჩია"

მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა ნახევარმცველმა, მარკო ასენსიომ, Marca-სთან საინტერესო თემაზე ილაპარაკა.

"მართალი ხართ, ფლორენტინო პერესს ჩემი გუნდში დატოვება, რაფა ნადალმა ურჩია. 

როცა "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩემი წარდგენა მოხდა, უბედნიერესი ვიყავი და ეს არასდროს დამავიწყდება". - ამბობს 21 წლის შემტევი.

ასენსიო "რეალმა" 2014 წელს შეიძინა, თუმცა ამ სეზონამდე იგი მუდმივად განათხოვრებული იყო და გუნდი მის გაყიდვასაც ფიქრობდა.

რაც შეეხება ჩოგბურთის ვარსკვლავს, ყველას კარგად მოეხსენება, რომ რაფაელ ნადალი "რეალის" დიდი გულშემატკივარია და მის მატჩებს საკმაოდ ხშირად ესწრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები