Aa
Aa

"მილანს" კოვაჩიჩის შეძენა სურს...

"Calciomercato"-ოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანის" მთავარ მწვრთნელ ვინჩენცო მონტელას, საკუთარ გუნდში მადრიდის "რეალის" ნახევარმცველის, მატეო კოვაჩიჩის ხილვა სურს.

ამჟამად, ახალგაზრდა ხორვატი ფეხბურთელი "სამეფო გუნდის" ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ არ ითვლება. სამაგიეროდ მონტელა თვლის, რომ კოვაჩიჩი მის გუნდს ძალიან გამოადგება და "მილანის" ნახევარდაცვის ლიდერად ჩამოყალიბდება. აღნიშნული ტრანსფერი დიდწილად "როსონერის" დაყიდვაზე იქნება დამოკიდებული, რადგან ამ მომენტში კლუბს დიდი ფინანსური ბერკეტები არ გააჩნია. აი ჩინელი მილიარდერების მოსვლის შემთხვევაში კი, აღნიშნული ტრანსფერის განხორციელება პრობლემა ნამდვილად არ იქნება.

"ლა ლიგის" მიმდინარე გათამაშებაში კოვაჩიჩმა 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ძირითადი შემადგენლობიდან 14 დაიწყო. მის ანგარიშზე 1 გატანილი გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები