''ჩემპიონობის იმედი მაქვს'' - ''გახარებული ქომაგების დანახვას არაფერი სჯობს''
Aa
Aa

''ჩემპიონობის იმედი მაქვს'' - ''გახარებული ქომაგების დანახვას არაფერი სჯობს''

ანტუან გრიზმანმა ბელგიასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საფრანგეთის ნაკრები ''ატლეტიკოს'' შეადარა. 

მამლები გადამწყვეტ შეხვედრაში ინგლისი ხორვატიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან. დიდიე დეშამის გუნდი ზედიზედ მეორე ფინალს თამაშობს, ევროპის ჩემპიონატზე ლურჯები პორტუგალიასთან დამარცხდნენ და გრიზმანი იმედოვნებს, რომ მუნდიალზე გუნდი აბსოლუტურად სხვა შედეგს მიაღწევს.

L'Equipe-თან საუბრისას ანტუანმა განაცხადა: „თანაგუნდელების თამაშით ბედნიერი ვარ. ''ატლეტიკოს'' სტილში ვიასპარეზეთ, თავი შესანიშნავად დავიცავით და გოლი სტანდარტულიდან გავიტანეთ.

მატჩის შემდეგ ფრანგო გულშემატკივრების გახარებული სახეების დანახვას არაფერი სჯობს. ფინალისთვის მუნდიალის პირველივე შეხვედრიდან ვემზადებოდით და იმედი მაქვს ამჯერად ყველაფერი კარგად დასრულდება”.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები