ტოჩინოშინი:
Aa
Aa

ტოჩინოშინი: "ბანძუკეში ასოების ზომების გაზრდით ძალიან ბედნიერი ვარ"

ნაგოიას ბაშოს წინ სუმოს ფედერაციამ ახალი ბანძუკე გამოაქვეყნა, სადაც ტოჩინოშინის დაწინაურება ოფიციალურად აისახა. ქართველი სეკიტორი ტაკაიასუს და გოეიდოს შეუერთდა და რეიტინგში დასავლეთის ოძეკის სტატუსითაა მოხსენიებული.

რეიტინგს სამი იოკოძუნა, ჰაკუჰო, კაკურიუ და კისენოსატო ლიდერობს, მათ შემდეგ ოძეკის სტატუსი მფლობელი, გოეიდო, ტოჩინოშინი და ტაკაიასუ მოდიან, სეკივაკეს წოდება იჩინოჯოს და მიტაკეუმის აქვთ, ხოლო კომუსუბის რანგი ტამავაშიმ და შოჰოზანმა დაისაკუთრეს.

ახლად დაწინაურებულმა ტოჩინოშინმა ბანძუკეს შესახებ განაცხადა: „ბანძუკეში ასოების ზომების გაზრდით ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა რეიტინგის ცვლილებების მიუხედავად ჩემი დამოკიდებულება არ შეიცვლება“.

შეგახსენებთ, რომ ბანძუკეში მაღალი წოდების მქონე სეკიტორების სახელები დიდი ასოებით იწერება და რანგის კლებასთან ერთად ასოებიც პატარავდება.(იოკოძუნა ყველაზე დიდით, ოძეკი ოდნავ პატარით და ა.შ)

ცხელი ამბები