Aa
Aa

ნადირაძემ რუსს გაასწრო და ევროპის ჩემპიონი გახდა! - ქართველი ნიჩბოსნის ბრწყინვალე გამოსვლა!

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში კანოისტთა შორის ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. 200 მეტრზე სპრინტის ფინალურ ეტაპზე ქართველმა სპორტსმენმა ზაზა ნადირაძემ პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

200-მეტრიანი დისტანცია ზაზა ნადირაძემ 39.026 წამში დაძლია. მან 0.024 წამით გაასწრო რუს ივან შტილს, მესამე ადგილი კი ბელარუსმა არტსემ კოზირმა დაიკავა.

შეგახსენებთ, ტურნირის პირველ ეტაპზე ზაზა ნადირაძემ 7 მონაწილეს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.