ფლოიდ "Money" მეივეზერი ჩვეულ სტიქიაშია
ცნობილი ფაქტია, რომ ფლოიდ მეივეზერი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სპორტსმენია. კრივის დაუმარცხებელ ლეგენდის კაპიტალი “Celebrity Net Worth“-ის შეფასებით 560 მილიონ დოლარს შეადგენს. ფლოიდმა ბოლო მატჩის სანაცვლოდ, რომელიც მან კონორ მაკგრეგორთან გამართა 100 მილიონი დოლარი მიიღო. ირლანდიელთან დაპირისპირების შემდეგ მეივეზერმა კარიერა დაასრულა დასაკუთარი სიმდიდრით ტკბება, პერიოდულად ფლოიდი საკუთარ „შესაძლებლობებს“ ქომაგებსაც აჩვენებს და სოციალურ ქსელში მისი სიმდიდრის ამსახველ სხვადასხვა ფოტოებს აქვეყნებს
ამჯერად ფლოიდმა ორი ვიდეო „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა, პირველში მეივეზერის წინ ფულების დასტაა დალაგებული, მოკრივე კი O.T. Genasis -ის Everybody Mad-ს უსმენს. რაც შეეხება მეორე ვიდეოს, აქ სიუჟეტი მაღაზიაში მიმდინარეობს, სადაც მხოლოდ ფლოიდი და მისი თანმხლები პირები არიან. „მანი“ მაყურებელს მიმართავს და აცხადებს.
„ხედავთ?! საყიდლებზე მაშინ მოვდივარ, როდესაც მაღაზიაში ჩემი ეკიპაჟის გარდა არავინაა“. ამის შემდეგ ფლოიდი მაღაზიის ერთ-ერთ ნაწილში შედის და იატაკზე ფულს ყრის.
ყველაფერი „მანის“ სიცილით სრულდება. როგორც ჩანს დაუმარცხებელი მეივეზერისი კრივის გარეშეც ბედნიერია.