Aa
Aa

NBA-ის ფინალური სერიის მიმოხილვა

გოლდენ სტეიტი - კლივლენდი 122 - 103

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ფინალური დაპირისპირების მეორე შეხვედრა გაიმართა. „გოლდენ სტეიტმა“ შინ „კლივლენდს“ უმასპინძლა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. განსხვავებით წინა მატჩისა „მეომრებმა“ მშვენივრად ითამაშეს და მეტოქე უშანსოდ დაამარცხეს.

„უორიორსს“ 33 ქულით სტეფ კარიმ ულიდერა, “ოქროს ბიჭუნამ“ ფინალების რეკორდი დაამყარა და ერთ შეხვედრაში 9 სამქულიანი ჩააგდო. კევინ დურანტმა თავი 26 ქულას მოუყარა, კლეი ტომპსონმა კი შეხვედრა 20 ქულით დაასრულა. ზაზა ფაჩულიამ პარკეტზე 3 წუთი გაატარა, ქართველმა ამ დროში 6 ქულა ჩააგდო და 2 მოხსნა მიითვალა.

„კლივლენდის“  მხრიდან 29 ქულით, 9 მოხსნით და 13 გადაცემით ლებრონი გამოირჩა. კევინ ლავმა ორმაგი დუბლი ჩაიწერა - 22 ქულა, 10 მოხსნა. ჯორჯ ჰილმა შეხვედრა 15 ქულით დაასრულა, ტრისტან ტომპსონმა კი გუნდს 11 ქულა და 5 მოხსნა შესძინა.

სერიაში ანგარიში 2-0-ია და შემდეგი შეხვედრა კლივლენდში 7 ივნისს გაიმართება, მატჩი თბილისის დროით 05:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები