NBA. ანდრე დრამონდის საღამო
Aa
Aa

NBA. ანდრე დრამონდის საღამო

რეგულარული ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღის გმირი აღმოჩნდა "დეტროიტის" ცენტრი ანდრე დრამონდი. მისი სახით, ასოციაციას ახალი მონსტრი მოევლინა. "პორტლენდის" წინააღმდეგ მატჩში ანდრემ 29 ქულა და 27 მოხსნა დააგროვა. 

უფრო ადრე, ამ სეზონში მან 20 ქულა და 20 მოხსნა მიითვალა "ჩიკაგოსთან" შეხვედრაში, აგრეთვე 25 ქულა და 29 მოხსნა ჰქონდა "ინდიანას" წინააღმდეგ. ბოლო ორი მოთამაშე, ვინც სეზონის სასტარტო ექვს შეხვედრაში სამჯერ შეასრულა "20+20" ორმაგი დუბლი, ლეგენდარული უილტ ჩემბერლენი და ქარიმ აბდულ-ჯაბარი იყვნენ.

"დეტროიტის" ცენტრს საშუალოდ 20.3 ქულა და 20.3 მოხსნა აქვს, რაც საუკეთესო შედეგია NBA-ში 1971 წლის შემდეგ, როცა ასეთ სტატისტიკას აჩვენებდა ჩემბერლენი.

"პორტლენდთან" მატჩში 40 ქულა დააგროვა რეჯი ჯექსონმა, მაგრამ დღეს, "დეტროიტის" შედეგებს სწორედ დრამონდი განსაზღვრავს. შედეგად, "პისტონზს" ხუთი მოგება და ერთი წაგება აქვს და დასავლეთი კონფერენციის 15 გუნდიდან 14-ზე უკეთ დაიწყო რეგულარული ჩემპიონატი.

* * *
გუშინდელი დღის მთავარი მიღწევა ეკუთვნის "მაიამის" მცველს დუეინ უეიდს, რომელმაც ლიგის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში NBA-ის ექვსგზის ჩემპიონს სკოტი პიპენს გაუსწრო. ახლა, "ჰიტის" ვარსკვლავი ამ ისტორიულ რეიტინგში 51-ე ადგილს იკავებს.

ამჟამად, უეიდის ანგარიშზე 18 944 ქულა მოდის და მალე დაეწევა სიის 50-ე ნომერს დეილ ელისს, რომელმაც კარიერაში 19 004 ქულა დააგროვა. მოქმედ კალათბურთელებს შორის, "მაიამის" ლიდერთან ყველაზე ახლოს არის - კარმელო ენტონი 21 050 ქულით.

ციფრები
- თავის ისტორიაში 3900-ე მატჩი ჩაატარა "ინდიანამ".
- პირველ მეოთხედში დაგროვებული 15 ქულა - სარეკორდო მაჩვენებელია "ფინიქსის" მცველისთვის ერიკ ბლედსოუსთვის, რომელიც ექვსი წელია მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში თამაშობს.
- ახალი სეზონის შვიდივე მატჩში "ოკლაჰომას" ლიდერმა რასელ უესტბრუკმა 10 ან მეტი შედეგიანი პასი შეასრულა. ის ამ მაჩვენებლით ლიგის ლიდერია.
- ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში მე-19 ადგილზე გადავიდა ზუსტი ტყორცნების რაოდენობით ლებრონ ჯეიმსი. გუშინ, "კლივლენდის" ლიდერმა "ლეიკერსის" ყოფილ ვარსკვლავს ჯერი უესტს გაუსწრო.

2000 შედეგიანი გადაცემა კარიერაში - ეს ზღვარი გადალახა გუშინ "მაიამის" მცველმა მარიო ჩელმერსმა.

კლივლენდი-ინდიანა 101:97
24:22, 23:20, 27:31, 27:24
კ: ჯეიმსი (29), ლავი (22+19 მოხსნა), ტომპსონი (16+8 მოხსნა), მო უილიამსი (10+8 პასი).
ი: ჯორჯი (32+11 მოხსნა+6 პასი), ელისი (25), ჯორჯ ჰილი (14), ჯორდან ჰილი (7+11 მოხსნა).

ნიუ იორკი-ლეიკერსი 99:95
25:25, 20:24, 26:21, 28:25
ნ-ი: ენტონი (24+8 მოხსნა), კალდერონ (14), ლოპესი (14+13 მოხსნა), ჰელოუეი (14), პორზინგისი (12+10 მოხსნა).
ლ: ბრაიანტი (18), ჰიბერტი (18+10 მოხსნა), კლარკსონი (10), იანგი (10), რენდლი (6+11 მოხსნა).

მაიამი-ტორონტო 96:76
22:24, 22:23, 30:16, 22:13
მ: ბოში (23+8 მოხსნა), უაიტსაიდი (20+11 მოხსნა+6 დაფარება), უეიდი (12), ჯონსონი (10).
ტ: ვალანჩუნასი (17), დეროზანი (16), ლოური (15+8 პასი).

ოკლაჰომა-ფინიქსი 124:103
29:29, 31:25, 29:23, 35:26
ო: დურანტი (32+11 მოხსნა), უესტბრუკი (21+13 პასი), კანტერი (21+7 მოხსნა), უეიტერსი (19), იბაკა (10+9 მოხსნა).
ფ: ბლედსოუ (28+11 პასი), მორისი (19), უორენი (17), ნაითი (14).

პორტლენდი-დეტროიტი 103:120
32:23, 25:24, 35:32, 11:41
პ: ლილარდი (26+11 პასი), მაკალუმი (18), ლეონარდი (17), კრები (15).
დ: ჯექსონი (40), დრამონდი (29+27 მოხსნა), კოლდუელ-პოუპი (16), მორისი (13).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები