ქევხიშვილი მოლაპარაკებას იწყებს - ვინ გაწვრთნის ძიუდოს ნაკრებს?
Aa
Aa

ქევხიშვილი მოლაპარაკებას იწყებს - ვინ გაწვრთნის ძიუდოს ნაკრებს?

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი სოციალურ ქსელში ჰოლანდიელ მწვრთნელ ლუის ვიდენბოშთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.

ქევხიშვილის განცხადებით ვიდენბოში საქართველოს ძიუდოს ნაკრების გაწვრთნის ერთ-ერთი კანდიდატია და მხარეები პირველად 28 მაისს, ორშაბათს შეხვდებიან.

1997-2001 წლებში ვიდენბოში ჰოლანდიის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო.

შეგახსენებთ, ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ირაკლი ცირეკიძემ წარუმატებელი მუშაობის გამო დატოვა. ამჟამად მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია.

ძიუდოს ეროვნული ნაკრები კვლავ აგრძელებს პროტესტს. დღეს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ყოფილი პარლამენტს შენობასთან ძიუდოისტები და მათი მხარდამჭერები აქციას გამართავენ. მათი მოთხოვნაა გადადგეს დავით ქევხიშვილი. ძიუდოისტები ქევხიშვილს ბოიკოტს უცხადებენ. სპორტსმენები არ აპირებენ სავარჯიშო პროცესსა და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მიღებას.

ცხელი ამბები