Aa
Aa

ბრძოლა მოტეხილი მაჯით! ტოჩინოშინის გაბედული ნაბიჯი და დასანანი მარცხი

ქართველის სუმოისტი ტოჩინოშინ ცუიოში მაისის "ნაცუ ბაშოზე" გამოსვლას აგრძელებს. ტურნირის მე-14 დღეს იოკოძუნა  კაკურიუსთან შეხვედრაში ქართველმა სპორტსმენმა დასანანი მარცხი იწვნია.

ზედიზედ 12 გამარჯვების შემდეგ ლევანი მე-13 ორთაბრძოლაში შოდაისთან დამარცხდა და მძიმე ტრავმა მიიღო. მას მარჯვენა ხელის მტევანი მოყვა ტავარასა და საკუთარ სხეულს შორის. ''ნაცუ ბაშოს'' მე-14 დღეს ჩატარებულმა გამოკვლევისას ორი ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა, მიუხედავად ამისა ლევანმა ორთაბრძოლა მაინც გამართა.

დაძაბული ბრძოლის შემდეგ კაკურიუმ ლევანი სუკუინაგეს ილეთით დააგდო. შერკინების სტარტზევე ჩანდა, რომ ქართველს ხელი სტკიოდა და პირველი მავაში კარგად ვერ აიღო, რის შემდეგაც ბრძოლის სადავეები ხელიდან გაექცა.

რაც შეეხება ტოჩინოშინისა და კაკურიუს ურთიერთშეხვედრებს, მონღოლს დიდი უპირატესობა აქვს, გამართული 23-დან 21 ორთაბრძოლა მისი გამარჯვებით დასრულდა.

ლევან გორგაძის მეტოქე დასკვნით დღეს მე-5 მაეგაშირა იკიოის დაუპირისპირდება, რომელსაც მოგება-წაგებათა ბალანსი 8-6თან აქვს.

ცხელი ამბები