Aa
Aa

NBA-ის ფლეი-ოფების მიმოხილვა

გამთენიისას საკალათბურთო ასოციაციაში დასავლეთ კონფერენციის ფინალის მეხუთე შეხვედრა გაიმართა. სერიამ ტეხასში გადაინაცვლა და ადგილობრივმა „ჰიუსტონმა“ „გოლდენ სტეიტის“ დამარცხება ზედიზედ მეორე შეხვედრაში მოახერხა. წინა დაპირისპირების მსგავსად, ეს მატჩის საკმაოდ დაბალშედეგიანი გამოვიდა და 100 ქულიანი ნიშნული არცერთ გუნდს გადაულახავს.

თანაბარი 3 მეოთხედის შემდეგი მატჩი უკეთესად „როქეთსმა“ დაასრულა და სერიაში 3-2 დაწინაურდა.

„როქეთს“ გადამწყვეტ მომენტში კრის პოლმა ულიდერა. ტეხასელთა უკანახაზელმა თავი 20 ქულას მოუყარა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე უდავოდ ერიკ გორდონი იყო, რომელმაც შეხვედრა 24 ქულით დაასრულა, უმნიშვნელოვანესი სამიანი ჩააგდო და დაცვაში საოცრად გამოიყურებოდა. კლინტ კაპელამ შეხვედრა 12 ქულითა და 14 მოხსნით დაასრულა. საშინელი მატჩი ჩაატარა ჯეიმს ჰარდენმა „როქეთსის“ ლიდერმა 21-დან 5 ბურთი ჩააგდო და 11!!! სამქულიანი გააცუდა.

„გოლდენ სტეიტს“ 29 ქულით კევინ დურანტმა ულიდერა. კლეი ტომპსონმა თავი 23 ქულას მოუყარა. სტეფ კარიმ კი გუნდს 22 ქულა შესძინა.

სერიაში ანგარიში 3-2-ია და შემდეგი შეხვედრა 27 მაისს ოკლენდში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები