''სად იყო აქამდე ცეზარ ჩოჩელი?'' - ვიცე-პრეზიდენტს ლიპარტელიანმა უპასუხა
Aa
Aa

''სად იყო აქამდე ცეზარ ჩოჩელი?'' - ვიცე-პრეზიდენტს ლიპარტელიანმა უპასუხა

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ცეზარ ჩოჩელის განცხადებასთან დაკავშირებით ისაუბრა. ჩოჩელს სურს თავად დააფინანსოს ეროვნული ნაკრების მომზადება და პირად კონტროლზე აიყვანოს ეროვნული გუნდი, რასაც ლიპარტელიანის პასუხი მოყვა.

''როგორც ლერი ხაბელოვმა აღნიშნა, კომისისს მუშაობა ჩიხში შევიდა. მოვისმინეთ ცეზარ ჩოჩელის განცხადება, რომ მას სურს პირადი თანხები ჩადოს საქართველოს ეროვნული გუნდში, მაგრამ ჩვენ არ გვინდა კონკრეტული ადამიანების ძიუდოისტები ვიყოთ. ჩვენ არ ვართ კლუბი, ჩვენ ვართ ეროვნული ნაკრები. ჩვენ ვალდებულება მხოლოდ ქართველ ხალხთან გვაქვს, იმ ადამიანებთან, ვისი გადასახადებიდანაც ფინანსდება ეროვნული ნაკრები.

რატომ უნდა აფინანსებდეს ეროვნულ გუნდს ცეზარ ჩოჩელი. ჩვენ გვაქვს ბიუჯეტი და თუ ის სწორად დაიხარჯებოდა, მომზადებაში ხელი არ შეგვეშლებოდა. ამ საკითხით რატომ აქამდე არ დაინტერესდა ცეზარ ჩოჩელი? ის ხომ ორი წელია ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებს.

არ არის სწორი ცეზარ ჩოჩელმა პირად კონტროლზე აიყვანოს ეროვნული ნაკრები. არსებობს ბიუჯეტი და თანხები მიზანმიმართულად უნდა დაიხარჯოს'' - აღნიშნა ლიპარტელიანმა Грузия в объективе телекомпании "Мир"/Все про Грузию-თან საუბარში.

 

ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები კვლავ აგრძელებენ პროტესტს. ისინი მოითხოვენ პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის გადადგომას. წინააღმდეგ შემთხვევაში სპორტსმენები სავარჯიშო პროცესსა და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებენ.

ცხელი ამბები