ზვიადაური:
Aa
Aa

ზვიადაური: "მიმიფურთხებია!.. დარწმუნებული ვარ ერთ ქევხიშვილს გადააყოლებთ ამ ბიჭებს"

ოლიმპიური ჩემპიონი და ვეტერანი ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში მორიგი განცხადება გაავრცელა.

ზვიადაური ბრძოლისთვის სპორტსმენებს მადლობას უხდის და ძიუდოს ფედერაციის მოქმედებით უკმაყოფილებას გამოთქვამს. ის თვლის, რომ ყველაფერი დავით ქევხიშვილის ინტერესებს არ უნდა გადაყვეს.

დავრწმუნდი რომ დღეს ყველას ფეხებზე ჰკიდია იმ სპორტის სახეობა რომელიც ნომერ პირველი იყო საქართველოში!

სამწუხაროა რომ ვისაც შეეძლო გადაწყვეტილების მიღება რომ სპორტის ეს სახეობა არ განადგურებულიყო არჩია ჯანსაღი სპორტის და სპორცმენების დაშლა!!!! მადლობა თქვენ ბიჭებს! სიამაყეებო საქართველოსი! 

მაგრამ მიმიფურთხებია იმ ადამიანებისთვის ვინც თავი აარიდა ამ უკანონობას! მეტი რაღანაირად უნდა თქვან ბიჭებმა სათქმელი რომ ყურადგება მიაქციონ მათაც! ალბათ მთელი გულშემატკივარი უნდა შევიკრიბოთ რუსთაველზე რომ მივიპყროთ ყურადღება?!

დარწმუნებული ვარ ერთ ქევხიშვილს გადააყოლებთ ამ ბიჭებს რადგან ინტერესი დიდია ალბათ ვიდრე იმ ბიჭებისა რომლებიც დღე და ღამეს ასწორებენ შრომაში! ტანჯვაში! რის ფასად აღარ უჯდებათ ის რომ ასახელონ ქვეყანა! მაგრააააააამ!!!!!! სად არის სამართალი! სირცხვილია რომ ვიღაცეების ინტერეს გადაყვეს ძიუდოს ეროვნული ნაკრები.

ცხელი ამბები