ლამარ ოდომი სიკვდილს ებრძვის
Aa
Aa

ლამარ ოდომი სიკვდილს ებრძვის

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ორგზის ჩემპიონი ლამარ ოდომი სიკვდილის პირას არის მისული. გუშინ, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ყოფილი კალათბურთელი ლას ვეგასის ბორდელში უგონო მდგომარეობაში იპოვნეს.

როგორც გაზეთი "ლოს ანჯელეს თაიმსი" წერს, ოდომი ბორდელში ჯერ კიდევ შაბათს მივიდა და გამოაცხადა - "მინდა ყველას დავემალო და ბოლომდე გავერთო". ამის შემდეგ, მან კონიაკი შეუკვეთა.

სამშაბათს, დღის სამ საათზე, 35 წლის ოდომი თავის ოთახში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. კონიაკის ბოთლის მესამედი ხელუხლებელი იყო. როგორც ბორდელის მფლობელმა განაცხადა, მას ცხვირიდან და პირიდან "რაღაც საზიზღარი სითხე" სდიოდა. თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ოდომი დიდი რაოდენობით "ბალახის ვიაგრას" იღებდა, თუმცა ერთხელაც არ ყოფილა შემჩნეული ნარკოტიკების გამოყენებაში.

ოდომი სასწრაფოდ გადაიყვანეს ლას ვეგასის კლინიკაში. პოლიციამ კი გამოძიება დაიწყო, თუმცა მომხდარის მიზეზებზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

მოგვიანებით გავრცელდა ცნობა, რომ ოდომი კომაში ჩავარდა. მას რამდენჯერმე გული გაუჩერდა, აგრეთვე სერიოზული პრობლემები აქვს თირკმელებთან და ფილტვებთან დაკავშირებით.

კალათბურთელის ყოფილი მეუღლე ჰლოი კარდაშიანი მაშინვე ლას ვეგასში გაფრინდა, როგორც კი მომხდარის შესახებ შეიტყო. ოდომი და კარდაშიანი ოთხწლიანი ქორწინების შემდეგ, 2013 წლის დეკემბერში დაშორდნენ ერთმანეთს. ოდომი ასევე მოინახულა საავადმყოფოში "ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაიანტმა.

ლამარ ოდომმა 14 სეზონი ითამაშა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. 2010 წელს, ის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა აშშ-ის ნაკრების რიგებში, ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 2004 წლის ოლიმპიურ თამაშებზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები