დავიწყებული გმირი, რომელმაც სნუკერისთვის ყველაფერი გააკეთა
Aa
Aa

დავიწყებული გმირი, რომელმაც სნუკერისთვის ყველაფერი გააკეთა

სნუკერი ბილიარდის ალბათ ყველაზე გავრცელებული მიმდინარეობაა. 1977 წლის სეზონის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში შეფილდში “The Crucible“-ის თეატრში ტარდება. მაიკ უოტერსონმა ამ სპორტს მსოფლიოში ადგილი დაუმკვიდრა და პოპულარობა მოუტანა. თუმცა სამწუხაროდ უოტერსონის სახელი სნუკერის სამყარომ მიივიწყა...

ბევრს არ შეუძლია საკუთარ სახლს ლეგენდარული თეატრის სახელი უწოდოს, თუმცა მაიკ უოტერსონი სწორედ ის პიროვნებაა, რომელმაც სნუკერი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ თეატრში დაამკვიდრა.

უოტერსონს შეფილდში წასვლა და რამდენიმე ფრეიმის ხილვა ნებისმიერ დროს შეუძლია, თუმცა ასაკი თავისას შვრება და 75 წლის მოხუცს თირკმლების პრობლემების გამო საყვარელი სპორტით ტკბობა სახლიდან ურჩევნია.

სნუკერის ყურების ფონზე უოტერსონმა სამი საათის მანძილზე საკუთარ ცხოვრებაზე ისაუბრა. დაწყებული სნუკერის სატელევიზიო ფენომენად ქცევიდან, დამთავრებული „დერბი ქაუნთის“ ამბებით და საყვარელი სპორტიდან მისი გამოდგებით.

მაიკმა საუბარი “The Crucible“-ის ამბებით დაიწყო და სნუკერის უახლოესი ისტორია გაიხსენა: „ჩემმა ცოლმა, კეროლმა მითხრა, რომ რამდენიმე დღის წინ სნუკერის მატჩს თეატრში უყურა და მისი აზრით აღნიშნული გარემო მატჩის სანახავად იდეალური გამოდგა“.

1977 წელს მსოფლიო ჩემპიონატს ახალი „სახლი“ სჭირდებოდა. ჩემს მეგობარს, ჯონ პულმენს დაველაპარაკე და მან მითხრა, რომ სნუკერს სერიოზული პრობლემები ჰქონდა. წინა „პრომოუტერი“ კანადაში წავიდა, თან თავისი ფინანსებიც გაიყოლა და სნუკერი სპონსორის გარეშე დარჩა“.

„თეატრის მენეჯერთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ „The Crucible” სნუკერისთვის იდეალური ადგილი იქნებოდა. სწორედ ასეთ გარემოში მომინდებოდა სპორტის ყურება და თამაში. წინა შენობაში კი, სადაც სნუკერი იმართებოდა აგურებისგან და ფიცრებისგან ხელოვნურად აწყობილ სკამებს ვხმარობდით“.

მანქანების გამყიდველმა, რომელმაც 1979 წელს სამოყვარულო ჩემპიონატიც მოიგო, მმართველ ორგანოს “WPBSA”-ს 30000 ფუნტიანი გეგმა წარუდგინა, საიდანაც საპრიზო ფონდისთვის განკუთნილი 13000 ფუნტი იყო.მათი დარწმუნების შემდეგ უოტერსონმა ჩემპიონატის ჩატარების უფლება მოიპოვა. მაიკმა ძმას და ძმისშვილს ბილეთების გაგზავნა მოთხოვა და იმედოვნებდა, რომ ტურნირი საზოგადოებაში სულ მცირე ინტერესს მაინც გამოიწვევდა. თუმცა რეალურად არავინ იცოდა გაამართლებდა თუ არა მაიკის წამოწყება და რამდენად მიმზიდველი აღმოჩნდებოდა ინგლისელი ქომაგებისთვის თეატრში სნუკერის ხილვა.

„პირველივე დღეს აუდიტორიაში შესვლისას 200-მდე ადამიანი დამხვდა. მახსოვს ძალიან გახარებული ვიყავი და მათი სახეების დანახვისას გავიფიქრე, რომ ყველა მათგანი ძალიან მიყვარდა“.

თეატრის სიმყუდროვემ იდეალური გარემო შექმნა... თუმცა ყველაფერი მალე დასრულდა...ადამიანი, რომელმაც სნუკერისთვის ყველაფერი გაიღო, საყვარელ საქმიანობას ჩამოაშორეს.

“სნუკერის იმპერია მე ავაღორძინე, დღეს მსოფლიო ჩემპიონატის პრიზი უკვე მილიონი დოლარია. თუმცა ჩემი შრომა არავის დაუფასებია და 5 წლის შემდეგ საყვარელი სპორტიდან გამაგდეს“.

უოტერსონმა 2 ადამიანი დაადანაშაულა, რექს უილიამსი, რომელიც მაშინდელი სნუკერის ლეგენდა და “WPBSA”-ის მართველი იყო და აგენტი დელ სიმონსი.

„1983 წელს სახლში ვიჯექი და ერთ-ერთ სპექტაკლს ვუყურებდი, დასრულებისას სხვა არხზე გადავრთე და საკმაოდ უცნაური წარწერა წავიკითხე“ უოტერსონი სნუკერიდან გააგდეს, მიზეზად კი სპორტზე მისი ცუდი ზეგავლენა დაასახელეს“.

„გაოგნებული და განადგურებული ვიყავი, იმ სპორტიდან გამომაგდეს, რომელშიც ყველაფერი მე შევქმენი. დაწყებული მსოფლიო ჩემპიონატიდან დამთავრებული ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების ტურნირებით. მე მსოფლიო ჩემპიონატი გადავარჩინე, მაგრამ როგორც ჩანს საკმარისი არც ეს აღმოჩნდა“.

„ამ ინციდენტის შემდეგ მოტივაცია და ადამიანების ნდობა დავკარგე, სწორედ ამიტომ 1986 წლის შემდეგ არაფერი გამიკეთებია“.

უოტერსონის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არც 21-ე საუკუნეში შეცვლილა. 2017 წელს, სნუკერის თეატრში გამართვიდან 40 წლის თავზე მაიკმა თავი პერსონა ნონ გრატად იგრძნო. „მათ მითხრეს, რომ ჩემი დაპატიჟება არ დავიწყებიათ, უბრალოდ წერილი, რომლითაც მოწვევა უნდა მიმეღო პოსტამ დაკარგა, რაც დამეთანხმებით, რომ 21-ე საუკუნეში სრული სისულელეა“.

„როდესაც სნუკერიდან გამომაგდეს მითხრეს, რომ კომპენსაციის სახით 5000 დოლარს მომცემდნენ. თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა. რექს უილიამსი ნამდვილი ნაბი****ია“.

წლების მანძილზე უოტერსონი თან ჯო დევისის ნაჩუქარ მანქანას დაატარებდა და მიიჩნევს, რომ უილიამსთან დაპირისპირების მიზეზი სწორედ ეს გახდა. რექსს მისი ყიდვა სურდა და რამდენჯერმე მისი შეძენაც სცადა, თუმცა მაიკი არ აპირებდა საოცნებო მანქანასთან გამომშვიდობებას და ზუსტად ამიტომ დაისაჯა.

უოტერსონს თავი შეუძლია მისი ფორმატის უნიკალურობით დაიმშვიდოს, რომელიც 1977 წლის კვალობაზე იმდენად კარგი გამოდგა, რომ დღემდე იყენებენ.

ყველაფერთან ერთად მაიკმა დარტსის მსოფლიო ჩემპიონატიც ჩამოაყალიბა და სათავე ბრიტანეთის ბოულინგის ტურნირსაც დაუდო.

1982 წელს უოტერსონი „დერბის“ პრეზიდენტი გახდა და ბრაინ კლოუს ასისტენტი, პიტერ ტეილორიც დამხმარე პოზიციაზეც დააბრუნა.

„პიტერი ნამდვილი ქურდი იყო. ის ხარჯებს კარლაილში წასასვლელად ითხოვდა, რეალურად კი ნოტენგემს არ სცდებოდა“.

„ერთხელ „ნოტინგემ ფორესტის“ სარეზერვო გუნდთან ამხანაგურ შეხვედრას ვმართავდით, როდესაც ჩემთან ბრაიანი მოვიდა და მითხრა:“ 100000 მზად რომ გქონდეს პიტერს ახლავე დავაბრუნებდი“. გაოცებულმა შევხედე და ვუპასუხე:“100000 მირჩევნია გუნდის გაძლიერებაზე დავხარჯო და არა დამხმარე მწვრთნელზე“.

უოტერსონი, ჩესტერფილდთან ახლოს მდებარე ქალაქში სალტერგეიტში დაიბადა, როდესაც მაიკმა გაიგო, რომ მშობლიური გუნდი ბანკროტად გამოცხადებასთან ახლოს იყო „დერბი“ მიატოვა და საყვარელ ქალაქს დაუბრუნდა.

„სნუკერით სიამოვნებას ახლაც ვიღებ. ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე მომწონს, ისინი ხალხის გართობაზე მეტად ორიენტირებულები გამარჯვებაზე არიან და ეს ნამდვილი პროფესიონალიზმის მანიშნებელია. მიხარია, რომ სნუკერი ასე განვითარდა და იმედი მაქვს, რომ ხალხი ჩემს სახელს არასდროს დაივიწყებს“.

ცხელი ამბები