კახი კახიაშვილი, შოთა ხაბარელი
Aa
Aa

სეოკ-ში ზაფხულის IV ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა

26 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ზაფხულის IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენთა ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონია გაიმართა.

ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს 31 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით სენეგალის დედაქალაქი დაკარი უმასპინძლებს. თამაშებში 205 ქვეყნის 2655 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, შეჯიბრებები კი სპორტის 25 სახეობაში გაიმართება.

საქართველოდან სპორტის ცხრა სახეობაში — მძლეოსნობაში, ფარიკაობაში, კრივში, უშუში, ტაეკვონდოში, მშვილდოსნობაში, ძიუდოში, ცურვასა და ქვიშის ჭიდაობაში — 13 სპორტსმენი იასპარეზებს.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და სპორტსმენებს წარმატებული ასპარეზობა უსურვეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ) პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა, სპორტის მინისტრის მოადგილემ ირაკლი დოლაბერიძემ და ოლიმპიურმა ჩემპიონებმა — შოთა ხაბარელმა და კახი კახიაშვილმა.

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობა ოფიციალურად გამოცხადდა. მისი წევრები დამსწრე საზოგადოებას სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა, ემზარ ზენაიშვილმა გააცნო.

ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე სპორტსმენების სახელით ფიცი ქვიშის მოჭიდავე ლუკა მახარაძემ დადო, ხოლო სიტყვით უშუს წარმომადგენელი გვანცა ქარჩავა წარდგა.

დაკარის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს მედროშეები იქნებიან მოცურავე ანასტასია მიქელაშვილი და ძიუდოისტი ვაჟა გენგაშვილი.

საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი უხელმძღვანელებს, ოლიმპიურ სოფელში კი მისიის ხელმძღვანელი სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია იქნება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სეოკ-ის ხელმძღვანელები და აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, სპორტის სამინისტროს, სპორტის უნივერსიტეტის, თბილისის საკრებულოს, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის, სპორტული ფედერაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებული ისტორია აქვს. 2018 წელს ბუენოს-აირესში გამართულ III ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი ჩხიკვაძე ჩემპიონი გახდა და საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა.

ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები პირველად 2010 წელს სინგაპურში გაიმართა. მეორე თამაშებს 2014 წელს ჩინეთმა უმასპინძლა, ხოლო მესამე ოლიმპიური თამაშები 2018 წელს არგენტინაში ჩატარდა.

სამი ოლიმპიური თამაშის ჯამში საქართველოს სპორტსმენებმა 10 მედალი მოიპოვეს: ერთი ოქროს, ექვსი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს.

ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაში მნიშვნელოვანი და პრესტიჟული საერთაშორისო სპორტული ფორუმია.

ზაფხულის IV ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები

დაკარი, სენეგალი | 31 ოქტომბერი – 13 ნოემბერი, 2026 წელი

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობა

ოლიმპიური სოფელი

ფარიკაობა

  1. გიორგი ურუშაძე

  2. ბექა ბაზაძე — მწვრთნელი

მშვილდოსნობა
3. დავით ბასილაძე
4. ჰიუნგსეუნგ ანი — მწვრთნელი

უშუ
5. გვანცა ქარჩავა
6. გიორგი ვერულიძე — მწვრთნელი

ცურვა
7. ანასტასია მიქელაშვილი — 100 მ თავისუფალი სტილი
8. დაჩი მესხიშვილი — 100 მ თავისუფალი სტილი
9. დავით გელაშვილი — მწვრთნელი

კრივი
10. ემილ ისმაილოვი — 55 კგ
11. შალვა დუნდუა — მწვრთნელი

ტაეკვონდო
12. შოთა ზედგენიძე — 63 კგ
13. რომეო გურეშიძე — მწვრთნელი

ძიუდო
14. ვაჟა გენგაშვილი — 81 კგ
15. გიორგი ყიზილაშვილი — მწვრთნელი

ქვიშის ჭიდაობა
16. დავით მძევაშვილი — 60 კგ
17. ლუკა მახარაძე — 70 კგ
18. ბოგდან კვანტალიანი — 80 კგ
19. ნურადინ მუსტაფაევი — 90 კგ
20. ჯემალ კილაძე — მწვრთნელი

მძლეოსნობა
21. ნინო გოგიტიძე — 200 მ

ადმინისტრაცია
22. გიორგი ესაკია — მისიის ხელმძღვანელი
23. რუსუდან აფციაური — ადმინისტრაციული პერსონალი

ოლიმპიური სოფლის გარეთ
24. ემზარ ზენაიშვილი — სეოკ-ის გენერალური მდივანი
25. ირაკლი დოლაბერიძე — სპორტის მინისტრის მოადგილე
26. ვლადიმერ ბოჟაძე — საქართველოს სკეიტბორდის ფედერაციის პრეზიდენტი

თამაშებზე აკრედიტებული ჟურნალისტები
27. ხატია ჯიჯეიშვილი
28. ბადრი კობიაშვილი
29. დავით ნიკოლაიშვილი
30. გიორგი ხარშილაძე

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    ცხელი ამბები