ებრალიძის ბრწყინვალე გოლი - ქართველმა ''პენაფიელს'' გაუტანა
Aa
Aa

ებრალიძის ბრწყინვალე გოლი - ქართველმა ''პენაფიელს'' გაუტანა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ავთო ებრალიძემ პორტუგალიის სეგუნდა ლიგაში ბრწყინვალე გოლი გაიტანა. 37-ე ტურში ''ვიზეუმ'' სტუმრად 1:0 დაამარცხა უშუალო კონკურენტი ''პენაფიელი.'' 27-ე წუთზე 26 წლის ქართველმა შემტევმა ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ ანგარიში გახსნა და მიმდინარე სეზონში მე-7 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში ავთო ებრალიძემ 7 გოლის გარდა 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

ავთო ებრალიძემ ''პენაფიელის'' წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა. 63-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა ქართველ ფეხბურთელს ყვითელი ბარათი უჩვენა. 2017-18 წლების სეზონში მოთამაშემ მესამე ყვითელი ბარათი მიიღო.

20-გუნდიან ჩემპიონატში ''ვიზეუ'' 61 ქულით მე-5 ადგილზეა. ამდენივე ქულაა ''პენაფიელის'' ანგარიშზე, რომელიც მე-4 ადგილს იკავებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები