Aa
Aa

ძიუდოისტები პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ - ნაკრების წევრების საგანგებო განცხადება

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრებმა ტელეკომპანია “იმედის’’ ეთერში საგანგებო განცხადება გააკეთეს. ნაკრების წევრები სავარჯიშო პროცესში მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებენ ვიდრე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი არ დატოვებს თანამდებობას. მათი აზრით მოქმედი პრეზიდენტის მართველობისას ძიუდოს საქართველოში მომავალი არ აქვს.

განცხადებიდან ასევე ვიგებთ ავთანდილ ჭრიკიშვილის სამშობლოში დარჩენის მიზეზს. ძიუდოს ნაკრების წევრი ბოსნიაში შეჯიბრზე არ გაემგზავრა, რადგან სრულად იზიარებს განცხადებას და უერთდება თანაგუნდელთა მოთხოვნებს. თუ ქევხიშვილი არ გადადგება, ნაკრების წევრები სავარჯიშო პროცესის გარდა არ აპირებენ ტურნირებში მონაწილეობის მიღებას.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილია, რომელიც ამავდროულად იკავებს ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას. განცხადებაში ამ ფაქტორზეც იყო ყურადღება გამახვილებული. ძიუდოისტთა აზრით ქევხიშვილი მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევს. როგორც განცხადებიდან ვიგებთ ქევხიშვილი სამ სხვადასხვა პოსტს იკავებს.

შეგახსენებთ, ძიუდოისტთა ნაკრებმა ახლახანს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა მედლის გარეშე დაასრულა. აღნიშნულ ფაქტს ოლიმოიური ჩემპიონი ძიუდოში ზურაბ ზვიადაური გამოეხმაურა და ფედერაციის პრეზიდენტი გააკრიტიკა.

''ქევხიშვილი ძიუდოს ანადგურებს'' - ზვიადაურმა ფედერაცია გააკრიტიკა

 

ცხელი ამბები