''ქევხიშვილი ძიუდოს ანადგურებს'' - ზვიადაურმა ფედერაცია გააკრიტიკა
Aa
Aa

''ქევხიშვილი ძიუდოს ანადგურებს'' - ზვიადაურმა ფედერაცია გააკრიტიკა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატზე გამოსვლა წარუმატებლად დაასრულა. ქართველ სპორტსმენებს თელ-ავივში მედალი არ მოუპოვებიათ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური ნაკრების ფიასკოს გამოეხმაურა. ვეტერანმა ძიუდოისტმა და შემდგომში საქართველოს პარლამენტის წევრმა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი გააკრიტიკა. ზვიადაურმა ღია წერილი facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

''დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე შედეგი - 0! 

მე როგორც ერთ-ერთი ძიუდოისტი და გულშემატკივარი მინდა კომენტარი გავაკეთო დღევანდელ მდგომარეობაზე, რა ხდება ძიუდოში! 

არ ვიცი, საიდან დავიწყო.. წლებია ვამბობ, რომ ქევხიშვილი ანადგურებს ძიუდოს და მომკითხავი სამწუხაროდ არავინ არ არის! მინდა ყველამ ამოიღოს ხმა, ვისაც ესმის სპორტი და ვისაც დღევანდელ მდგომარეობაზე გული შესტკივა.... შეიძლება კიდევ ის მომაწერონ, რომ მე ინტერესი მაქვს ფედერაციის, მაგრამ აქვე გავიმეორებ რომ არანაირი ინტერესი არ გამაჩნია გარდა კეთილდღეობისა! მინდა ქართული ძიუდო ისევ იმ ადგილს დაუბრუნდეს როგორც იყო წარსულში! ჭრიკიშვილს შეკრებაზე რომ არ წაიყვან! პირველი ნომრები რომ თავისი ხარჯებით გაემგზავრებიან შეჯიბრზე! არ შეუქმნი პირობებს! იმის გამო რომ ფედერაციას ფული არ აქვს, ეს ტყუილია! ფედერაციამ 6-თვიანი შეკრება გაუკეთა ახალგაზრდებს პლეხანოვის დარბაზში სასტუმროთი და კვებით...... აი თანხები სად მიდის ფედერაციიდან! გადაამოწმეთ თუ ვინმეს გაინტერესებთ და დარწმუნდებით! და კიდევ ფედერაციის პრეზიდენტი რომ წყვეტს სპორტსმენი დადგება თუ არა ევროპაზე ან ნებისმიერ შეჯიბრზე და მწვრთნელს ფუნქციას უკარგავს! აი ეს არის დღევანდელი ძიუდოს ფედერაცია! მეგობრებო და გულშემატკივრებო ძიუდოსი...... ამოიღეთ ხმა! სანამ დროა და ბოლომდე არ ჩაძირულა ის ძიუდოს ნაკრები რომლითაც ამაყობდით თქვენ და მთლიანად საქართველო!''

ცხელი ამბები