ეპოქა დასრულდა! - ინიესტა „ბარსელონას“ ტოვებს
Aa
Aa

ეპოქა დასრულდა! - ინიესტა „ბარსელონას“ ტოვებს

ინიესტამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც თანაგუნდელების წინაშე განაცხადა, რომ სეზონის დასრულებისთანავე „ლა ლიგის“ დატოვებას აპირებს.

ჟურნალისტებთან საუბრისას ინიესტამ ცრემლები ვერ შეიკავა და საუბრისას ატირდა. "ილუზიონისტმა" ბარსელონაში ჩასვლის პირველი დღიდან მოყოლებული 22 წლის განმავლობაში "ბარსელონას" მაისურით ჩატარებული შეხვედრები გაიხსენა. 

 

„კატალონიაში 25 წლის წინ ჩემი ოჯახის მანქანით ჩამოვედი, ახლა ისინი ჩემს გვერდით არიან და მე „ბარსელონას“ ვემშვიდობები. მოგზაურობა ემოციური გამოდგა და საწყის ეტაპზე ოჯახის გარეშე ყოფნა ძალიან გამიჭირდა, თუმცა როგორც ჩანს გაღებულმა მსხვერპლმა გაამართლა“.

ბარსაში“უკანასკნელ სეზონს ვატარებ, გადაწყვეტილების შესახებ დიდხანს ვფიქრობდი და საბოლოოდ გუნდის დატოვება ვარჩიე. ჩემთვის „ბარსელონა“ მუდამ მსოფლიოს საუკეთესო კლუბად დარჩება, რომელმაც ყველაფერი მომცა.

„ძალიან რთულია აქ ყოფნა და „ბარსასთან“ გამომშვიდობება. იმ ადამიანად, რომელიც ახლა ვარ სწორედ „ბარსელონამ“ და „ლა მასიამ“ მაქცია და მე ამის გამო მათი მადლიერი ვარ“.

„მივმართავ „ბარსელონას“ ყველა გულშემატკივარს, მადლობთ, რომ 22 წლის მანძილზე კარგ და ცუდ მომენტებში მუდამ ჩემს გვერდით იდექით!

„ევროპის მასშტაბით ნებისმიერი ვარიანტი გამორიცხულია. არაერთხელ აღვნიშნე, რომ „ბარსელონას“ წინააღმდეგ არასდროს ვითამაშებ. მინდა რომ ხალხმა, როგორც კარგი პიროვნება და ფეხბურთელი ისე დამიმახსოვროს“.

„კარიერიდან ერთი მომენტის გამორჩევა რომ მომიწიოს?! ბევრი ბედნიერი მომენტი ყოფილა, თუმცა „ბარსაში“ დებიუტს ვერცერთი შეედრება“.

„ერთადერთს, რასაც ვნანობ ოქროს ბურთის გარეშე წასვლაა. როგორც ფეხბურთელმა ბევრი გასაოცარი მომენტი გამოვიარე და ამით ძალიან ბედნიერი ვარ“.

„მინდა მადლობა გადავუხადო მწვრთნელებს და თანაგუნდელებს, რომლებმაც ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს“.

„ჩემთვის მესის გვერდით თამაში უდიდესი პატივი იყო. მისნაირი ფეხბურთელი დედამიწაზე არ მოიძებნება და ბედნიერი ვარ, რომ ლეოსთან ერთად რამდენიმე წლის განმავლობაში ვასპარეზობდი“.

ინიესტამ მთელი თავისი კარიერა კატალონიურ გუნდში გაატარა. „ბარსასთან“ ერთად მან 31 ტიტული მოიგო და დიდი ალბათობით წელს კიდევ ერთს მიამატებს. 33 წლის ნახევარმცველმა „ჩელსისთან“ 3-0 გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩინურ შეთავაზებაზე დაფიქრებას აპირებდა და გადაწყვეტილებას აპრილის ბოლოს გაასაჯაროებდა.

 

 

ინიესტა ესპანელი გულშემატკვირების ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია. სწორედ მისი გოლის წყალობით მოახერხა „ფურია როხამ“ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ჰოლანდიის ნაკრების დამარცხება. მუნდიალთან ერთად ანდრესს მოგებული 2008 და 2012 წლების ევროპის ჩემპიონატიც აქვს. ინიესტა „ბარსას“ იმ იშვიათი ფეხბურთელების სიას მიეკუთნება, რომლებსაც პატივს როგორც „რეალის“ გულშემატკივრები, ასევე „სამეფო კლუბის“ ფეხბურთელები სცემენ.

ინიესტა ალბასეტეს პროვინციის სოფელ ფუენტეალბილაში დაიბადა. კატალონიური გუნდის რიგებში იგი 1996-ში 12 წლის ასაკში ჩაეწერა. როგორც თავად იხსენებს ეს მისი ცხოვრების ყველაზე ცუდი მომენტი იყო. პატარა ბავშვს ოჯახის გარეშე ყოფნა ძალიან გაუჭირდა, თუმცა გაღებულმა მსხვერპლმა შედეგი გამოიღო და ინიესტა „ბარსას“ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელად იქცა.

კატალონიურ 669 შეხვედრა ჩაატარა, ჩემპიონთა ლიგაზე მისი დებიუტი კი 18 წლის ასაკში შედგა.

ინიესტამ ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ, „კოპა დელ რეი“ 6-ჯერ, „ლალიგა“ 8-ჯერ, მსოფლიო ჩემპიონატი ერთხელ და ევროპის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო. ერთადერთი რისი მოგებაც ინიესტამ ვერ მოახერხა ოქროს ბურთი იყო. 2010 წელს ანდრესი მეორეზე ხოლო 2012 წელს მესამეზე გავიდა. ერთ-ერთმა ფრანგულმა გაზეთმა ამის გამო ინიესტას ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ მას ეს ჯილდო ნამდვილად ეკუთნოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები