ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

2012/13 წლების შემდეგ პირველად | პარი სენ-ჟერმენის ცუდი სტარტი ჩემპიონატში

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ის 2026/27 წლების სეზონი ცუდად დაიწყო. ლუის ენრიკეს გუნდმა „რენთან“ ფრედ, 2:2 ითამაშა, იგივე ანგარიში დაფიქსირდა „ლილთან“, ხოლო „მონაკოსთან“ პსჟ „პარკ დე პრენსზე“ 1:2 დამარცხდა.

ლიგა 1-ის 2012/13 წლების სეზონის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „პარი სენ-ჟერმენმა“ საწყის სამ ტურში ვერც ერთი თამაში ვერ მოიგო. იმ სეზონში პარიზელებს შედარებით მარტივი მეტოქეები ჰყავდათ და ჩემპიონატი ზედიზედ სამი ფრით გახსნეს — „ლორიენთან“ (2:2), „აიაჩოსთან“ (0:0) და „ბორდოსთან“ (0:0).

წარუმატებელი სტარტის მიუხედავად, „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონი მაინც გახდა და მეორეადგილოსან „მარსელს“ 12 ქულით გაუსწრო. ეს პირველი სეზონი იყო მას შემდეგ, რაც კლუბი Qatar Sports Investments-მა შეიძინა.

ცნობისთვის, კვარაცხელიას გუნდს სამი ტურის შემდეგ ორი ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციას იკავებს. ხვიჩა და კომპანია მომდევნო შეხვედრას 9 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, „სლოვანის“ წინააღმდეგ გამართავენ, 13-ში კი ლიგა 1-ის ეგიდით „ბრესტს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩვენ დავბრუნდით! ჯოჯოხეთის გავლის შემდეგ უფრო ძლიერი ვარ“ | ილია თოფურიას პოსტი
„ჩვენ დავბრუნდით! ჯოჯოხეთის გავლის შემდეგ უფრო ძლიერი ვარ“ | ილია თოფურიას პოსტი