ანზორ მექვაბიშვილი
Aa
Aa

მექვაბიშვილი MLS-ში | ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ანზორ მექვაბიშვილი კარიერას MLS-ში, „ჩიკაგო ფაიერში'' გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

მექვაბიშვილი „ფაიერის“ განაცხადში ლეგიონერის კვოტას დაიკავებს მას შემდეგ, რაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და P-1 ვიზასთან ერთად, საერთაშორისო სატრანსფერო სერტიფიკატს (ITC) მიიღებს. მისი კონტრაქტი ამერიკულ კლუბთან 2028-2029 წლების სეზონის ბოლომდე იქნება ძალაში, 2029-2030 წლების სეზონზე კი კლუბს მისი გახანგრძლივების უფლება (ოფციონი) ექნება.

„მოხარულები ვართ, რომ კლუბს ანზორის დონის ფეხბურთელი შეემატა,“ — განაცხადა „ჩიკაგო ფაიერის“ საფეხბურთო  დირექტორმა და მთავარმა მწვრთნელმა, გრეგ ბერჰალტერმა. „ის ნამდვილი მებრძოლია, რომლის გამოცდილებაც როგორც სანაკრებო, ისე ევროტურნირების დონეზე, ჩვენი გუნდისთვის ფასეული აქტივი იქნება. ჩემპიონ გუნდში წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარება მის სტაბილურობაზე, ლიდერულ თვისებებსა და გავლენაზე მეტყველებს. გვჯერა, რომ ის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჩვენი ნახევარდაცვის გაძლიერებასა და გუნდის საერთო დონის ამაღლებაში.“

Gazeta Sporturilor-ის ცნობით, კონტრაქტის პირველ წელს ანზორ მექვაბიშვილის ხელფასი თვეში 80,000 ევრო იქნება, შემდგომში 100,000 ევრომდე გაიზრდება. ეს ფინანსური თვალსაზრისით ძალიან დიდი ნახტომია, თუ გავითვალისწინებთ, რომ კრაიოვაში მისი ყოველთვიური ხელფასი 20,000 ევროს შეადგენდა.

შეგახსენებთ, 2024 წლის იანვარში კრაიოვამ მექვაბიშვილი 750,000 ევროს სანაცვლოდ დინამო თბილისიდან' შეიძინა, რუმინულმა კლუბმა MLS-ში სამ მილიონ ევროდ გაყიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები