პსჟ, ასტონ ვილა, უნაი ემერი
Aa
Aa

“ნამდვილად უნდა ვიამაყოთ“ - ემერი პსჟ-სთან მატჩის შემდეგ

პარი სენ ჟერმენმა უეფა-ს სუპერ თასი ზედიზედ მეორედ მოიგო. ლუის ენრიკეს გუნდმა ასტონ ვილა ხვიჩა კვარაცხელიას და დეზირე დუეს გოლებით 2:1 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ბირმინგემული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ კომენტარი გააკეთა.

ემერი:

„მარცხის შემდეგ, რა თქმა უნდა, ბედნიერები ვერ ვიქნებით, თუმცა უნდა ვიამაყოთ იმით, თუ როგორ ვიბრძოლეთ და როგორ მოქმედებდნენ ფეხბურთელები მოედანზე 90 წუთის განმავლობაში. საგოლე მომენტების შექმნის მხრივაც დღეს ძალიან ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ და ამით ნამდვილად ამაყები უნდა ვიყოთ.“

ბრაიან მადჯოსა და ჯორჯ ჰემინგსზე:

„მათთვის დღევანდელი გამოცდილება და ასეთ მატჩებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი აჩვენებენ, თუ როგორ ვითარდებიან იმ მძიმე შრომის შემდეგ, რასაც ყოველდღიურად ეწევიან. ეს არის სწორი გზა. მატჩამდე გადავწყვიტეთ, როგორ გვინდოდა გვეთამაშა და ფეხბურთელებს ამ პოზიციებზე მუშაობაში ვამზადებდით.“

ემილიანო მარტინესზე და ოლი უოტკინსზე, რომლებიც გუნდს არ გაჰყოლიან:

„ისინი ამ მატჩის შემდეგ შემოგვიერთდებიან. შაბათს ბოლო ამხანაგური შეხვედრა გვაქვს, თუმცა ისინი იქ არ ითამაშებენ. ახლა ჩვენთან ერთად დაიწყებენ ვარჯიშს. გვინდოდა, მათ ოთხი კვირა დაესვენათ, რადგან გასული სეზონი ძალიან დატვირთული იყო. ვფიქრობთ, უკეთესია, ამ ეტაპზე იმ ფეხბურთელებთან ვიმუშაოთ, რომლებიც მზად არიან. მთლიანობაში, შეგვიძლია, იმით ვიამაყოთ, რაც დღეს გავაკეთეთ. გარკვეული ცვლილებები საჭირო იქნება, თუმცა თავდაჯერებულები ვართ.“

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კარიერაში უკვე 2 ჩემპიონთა ლიგა და 2 უეფა-ს სუპერ თასი დაუგროვდა.

პარი სენ ჟერმენი შემდეგ მატჩს უკვე საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში გამართავს. ენრიკეს გუნდის მოწინააღმდეგე 16 აგვისტოს ლანსი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ისევ თავის პლანეტაზეა“ - პრესის გამოხმაურება
„კვარა ისევ თავის პლანეტაზეა“ - პრესის გამოხმაურება