ევრო 2028 | ტურნირის კალენდარი ცნობილია
უეფამ ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის კალენდარი გამოაქვეყნა. ტურნირს ოთხი ქვეყანა უმასპინძლებს და ნახევარფინალები და ფინალი „უემბილზე“ გაიმართება. ასევე, „უემბლი“ ერთ მეოთხედფინალს უმასპინძლებს. რაც შეეხება სხვა მეოთხედფინალებს, ერთი „კარდიფის ნაციონალურ სტადიონზე“ გაიმართება, მეორე „დუბლინ არენაზე“, მესამე — გლაზგოში მდებარე „ჰემპდენ პარკზე“.
ევროპის ჩემპიონატის მატჩებს ცხრა სტადიონი უმასპინძლებს
კარდიფი: „უელსის ნაციონალური სტადიონი“.
დუბლინი: „დუბლინ არენა“.
გლაზგო: „ჰემპდდენ პარკი“.
ნიუკასლი: „სენ-ჯეიმს პარკი“.
მანჩესტერი: „მანჩესტერ სითი სთედიუმი“.
ლივერპული: „ევერტონ სთედიუმი“.
ბირმინგემი: „ვილა პარკი“.
ლონდონი: „ტოტენჰემ ჰოთსფურ სთედიუმი“.
ლონდონი: „უემბლი“.
თითოეულ სტადიონზე მინიმუმ ორი ჯგუფის მატჩები გაიმართება, რათა ადგილობრივმა გულშემატკივრებმა რამდენიმე ნაკრების თამაში ნახონ.
ევროპის ჩემპიონატის გახსნითი შეხვედრა კარდიფში, „უელსის ნაციონალურ სტადიონზე“ 9 ივნისს გაიმართება. ნახევარფინალური შეხვედრები 4 და 5 ივლისს არის დანიშნული, ხოლო ფინალურ მატჩს 9 ივლისს ვიხილავთ.
ტურნირის ფორმატი იგივე რჩება. ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას 24 გუნდი მიიღებს. 6 ჯგუფის პირველ და მეორეადგილოსანი ნაკრები პლეიოფში გავა, სადაც მათ ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი დაემატება.
მატჩები თბილისის დროით, 17:00-ზე, 20:00-ზე და 23:00-ზე დაიწყება. ფინალური შეხვედრა 20:00-ზე დაიწყება.