„მეორე ტაიმში ჩამეძინა“ | ზლატანმა ბელგიისა და ირანის ნაკრებების მატჩი შეაფასა
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ბელგიისა და ირანის ნაკრებების მატჩი შეაფასა, რომელიც ფრედ, 0:0 დასრულდა. „იბრამ“ განაცხადა, რომ პირველი ტაიმისას კინაღამ ჩაეძინა, მეორე ნახევარში კი თავი ვეღარ შეიკავა.
„პირველ ტაიმში თითქმის ჩამეძინა, მეორე ნახევარში კი მართლა ჩამეძინა. მოკლედ, ამ მატჩზე სალაპარაკო ბევრი არაფერია“, — განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ბელგიის ნაკრების გამოსვლაზე „წითელი ეშმაკების“ მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამაც ისაუბრა: „დღეს ეფექტურები არ ვიყავით. 70-პროცენტიანი ბურთის ფლობა გვქონდა, თუმცა სიღრმე და ვერტიკალურობა გვაკლდა. შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა მეტი დინამიკა და სიახლე შეიტანეს, მაგრამ ათი კაცით თამაში ყოველთვის რთულია. ამან თავისი კვალი დატოვა.
ფეხბურთში ყველა სცენარისთვის მზად უნდა იყო. ახლა რაც მთავარია, ეს ახალ ზელანდიასთან დანიშნული შეხვედრაა. ჩემი გუნდის ბოლომდე მჯერა.“
ცნობისთვის, ბელგიას ორი ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. ამ ჯგუფის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს ეგვიპტე და ახალი ზელანდია დაუპირისპირდებიან.