კარგი ამბავი: ჩიქოვანი უოტფორდის პირველ გუნდთან ერთად მოემზადება
18 წლის ნიკოლოზ ჩიქოვანი საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს მიმდინარე შეკრებაზე ტრავმის გამო ვერ ეხმარება. კრისტალსპორტის ინფორმაციით, გასული სეზონის მიწურულს უოტფორდის 21-წლამდე გუნდში თამაშისას საზარდულის ტრავმა მიიღო, კლუბისა და ნაკრების ექიმების გადაწყვეტილებით ფეხბურთელმი 21-წლამდე ნაკრების შეკრება გამოტოვა, მალე ტრავმას მოირჩენს და 15 ივნისიდან უოტფორდის პირველ გუნდთან ერთად ახალი სეზონისთვის მოემზადება. მოსალოდნელია რომ ახალ სეზონში პირველ გუნდში სათამაშო დროს მიიღებს.
2025 წლის ზაფხულში ჩიქოვანი დინამო თბილისიდან უოტფორდში გადავიდა, ნახევარი სეზონი იჯარით ბელგიურ შარლერუაში გაატარა, ზამთარში ინგლისურ კლუბს შეუერთდა, გასული სეზონის მეორე ნახევარში უოტფორდის 21-წლამდე გუნდში 2 გოლი გაიტანა, უიგანთან და სუონსისთან.
ტანმაღალ გარემარბს (მისი სიმაღლეა 1,88 მ.) საქართველოს 17 და 19-წლამდე ნაკრებებში უთამაშია. ამჟამად, 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელია. უოტფორდთან კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
საბა გოგლიჩიძეს უოტფორდთან საიჯარო ხელშეკრულება დაუსრულდა და გუნდი დატოვა, ჩიქოვანს პირველ გუნდში გიორგი ჩაკვეტაძე დახვდება, რაც ცხადია ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ამჟამად უოტფორდის მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია, თუმცა Sky Sports Football-ის ინფორმაციით, იტალიელ ალესიო დიონისისთან ორწლიან კონტრაქტზე შეთანხმება მიღწეულია.