მოურინიო თანახმაა - რამდენიმე დღეში ჟოზე რეალს ჩაიბარებს
ჟოზე მოურინიოს „რეალში“ დაბრუნება ახლა უკვე დასკვნით ეტაპზე გადადის, შესათანხმებელი მცირე დეტალები რჩება. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
პორტუგალიელ სპეციალისტსა და „სამეფო კლუბს“ შორის შეთანხმება ახლოსაა, რადგან ახალი პოზიტიური მოლაპარაკებების შემდეგ, ჟოზე მზადაა ყველა პირობას დასთანხმდეს.
შეთანხმების საბოლოოდ გასაფორმებლად რამდენიმე დღე იქნება საჭირო, რადგან ფლორენტინო პერესმა ახალი არჩევნები დანიშნა... და პროცესები სწორედ ამის შემდეგ წავა წინ.
მოურინიო მზადაა, „ბენფიკასთან“ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეჩერებულია... ახლა ჯერი ფლორენტინო პერესზეა, რომელმაც საბოლოო დასტური უნდა გასცეს.
ალვარო არბელოა გუნდს სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს და ზაფხულიდან როგორც ჩანს, მადრიდში ჟოზეს „მეორედ მოსვლა“ შედგება.