ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი, ბეშიქთაში
Aa
Aa

მოლაპარაკება დაწყებულია - ზურიკოს გადაბირების პროცესში ბეშიქთაშის პრეზიდენტი ჩაერთო

დიდი ხანია  ბეშიქთაშს ზურიკო დავითაშვილის გადაბირება სურს. როგორც ჩანს, თურქული კლუბი კიდევ უფრო გააქტიურდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კლუბის პრეზიდენტმა სერდალ ადალიმ  სენტ-ეტიენთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

გამოცემა Sabah-ის ცნობით, „ბეშიქთაში“ ახალი სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს და ქართველ შემტევს ერთ-ერთ პრიორიტეტულ სამიზნედ განიხილავს.

ცნობილია, რომ 2025 წლის ზაფხულში ფრანგულმა კლუბმა დავითაშვილის ტრანსფერის სანაცვლოდ 20-25 მილიონი ევრო მოითხოვა, თუმცა მაშინ ეს თანხა თურქული მხარისთვის ზედმეტად მაღალი აღმოჩნდა და შეთანხმება ვერ შედგა.

წყაროს ცნობით, ახლა ყველაფერი შეიცვალა. ბეშიქთაში მზად არის მოთხოვნილი თანხა გადაიხადოს, რათა ტრანსფერი ბოლომდე მიიყვანოს. სერდალ ადალი პირადად არის ჩართული პროცესში და ქართველი ფეხბურთელის გადასაბირებლად აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

25 წლის დავითაშვილი მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ის ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ მიიჩნევა — მის ანგარიშზე 14 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა, რაც მის მაღალ შედეგიანობასა და მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქროს ბურთი ხვიჩას ? - კროოსის აზრით, პრობლემა მსოფლიოს ჩემპიონატია
ოქროს ბურთი ხვიჩას ? - კროოსის აზრით, პრობლემა მსოფლიოს ჩემპიონატია