მორიგი ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონია!
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ოქროსა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ატაცში ოქროს მედალს ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი, რეკორდსმენი, 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი ლაშა ტალახაძე დაეუფლა. მძიმეწონოსანმა ქართველმა ძალოსანმა 200 და 210 კილოგრამი დაძლია და ატაცში გამარჯვება არავის დაუთმო.
ლაშამ თავისივე მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესება ამ ეტაპზე ვერ მოახერხა და მსოფლიო ჩემპიონატამდე გადადო.
ასევე, ბრწყინვალედ გამოვიდა ოლიმპიური ბრინჯაოს პრიზიორი ირაკლი თურმანიძე, რომელმაც სამივე ცდა გამოიყენა (185, 190 და 192) და ვერცხლის მედალს დაეუფლა.