ფეხბურთის ვარსკვლავები და მათი შვილები, რომლებიც მამის კვალს გაჰყვნენ
Aa
Aa

ფეხბურთის ვარსკვლავები და მათი შვილები, რომლებიც მამის კვალს გაჰყვნენ

ჟორჟ და ტიმოთი ვეა

ტიმოთი ვეას სანაკრებო დებიუტი ა.შ.შ-ს შემადგენლობაში პარაგვაისთან შედგა. იგი 21-ე საუკუნეში დაბადებული პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ამერიკის ეროვნული ნაკრებში ითამაშა.

18 წლის უინგერმა „პსჟ“-ში პირველი შეხვედრა 3 მარტს ჩაატარა.

ტიმოთი მამამისის ნაბიჯებს გაჰყვა, რომელმაც საფრანგეთში სამი სეზონი გაატარა და „მილანში“ გადასვლამდე ოქროს ბურთიც მოიგო.

ტიმოთი ნიუ-იორკში დაიბადა და 2014 წელს „პსჟ“-ში „ნიუ-იორკ რედ ბულსიდან“ გადავიდა.

დეიგო და ჯოვანი სიმეონე

ჯოვანი სიმეონას მამა საყრდენი ნახევარმცველი იყო, ამიტომ ცოტა გასაკვირია, ის ფაქტი, რომ მისი შვილი ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს.

22 წლის ფეხბურთელი შარშან „ჯენოადან“ „ფიორენტინაში“ 13.6 მილიონად გადავიდა. გენუელთა რიგებში, მან 35 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა. ხოლო წლევანდელ სეზონში „იებში“ თავი უკვე 8-ჯერ გამოიჩინა.

საინტერესოა, რომ რამდენიმე კვირის წინ სიმეონემ შვილის სავარაუდო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა: „ატლეტიკოში“ თამაში მას ზედმეტ პასუხისმგებლობას დააკისრებს, რაც კარიერის ადრეულ ეტაპზე მისთვის სასარგებლო ნამდვილად არ იქნება“.

ზინედინ და ენცო ზიდანი

ენცოს, ზიდანის „სამეფო კლუბში“ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ ძირითად გუნდში მოხვედრის საკმაოდ დიდი შანსები გაუჩნდა. თუმცა ზინედინს შვილი არ დაუწინაურებია და შარშან ზაფხულში ენცო იძულებული გახდა „ალავესში“ გადასულიყო.

ბასკების შემადგენლობაში ენცომ თავი ვერაფრით გამოიჩინა და მხოლოდ 4 შეხვედრა ჩაატარა. საბოლოოდ ფრანგი შვეიცარიულ „ლოზანაში“ აღმოჩნდა, სადაც 7 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

პატრიკ და ჯასტინ კლუივერტი

ჯასტინ კლუივერტი დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდაა. მისი დებიუტი ჰოლანდიის ნაკრებში პორტუგალიის წინააღმდეგ შედგა, როდესაც იგი 77-ე წუთზე შეცვლაზე შემოვიდა.

18 წლის ჰოლანდიელმა წლევანდელ სეზონში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში. ბუნებრივია, მისი წარმატებული თამაშიდან გამომდინარე  სავარაუდო ტრანსფერზე საუბრებიც დაიწყო. ჯასტინით ყველაზე მეტად „მანჩესტერ იუნაიტედია“ დაინტერესებული.

პატრიკ კლუივერტს კი სურს, რომ შვილი მის კვალს გაჰყვეს და საკუთარი მომავალი „ბარსელონას“ დაუკავშიროს.

ჰენრიკ და ჯორდან ლარსონი

ჰენრიკ ლარსონი მამის კვალს გაჰყვა და სათამაშო პოზიციად თავდამსხმელი აირჩია. თუმცა მათი კარიერა როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება ერთმანეთისგან.

ჰენრიკმა „სელტიკში“ გატარებულ 7 წელში 250 გოლი გაიტანა და შემდეგ ისეთ გრანდში განაგრძო კარიერა, როგორიც „ბარსელონაა“.

რაც შეეხება ჯორდანს, იგი „ჰელსინგბორგში“ და „ნაიმენგენში“ თამაშობდა და ახლა „ნორჩოპინგის“ ღირსება იცავს. აღსანიშნავია, რომ „ჰელსინგბორგში“ ყოფნისას ჯორდანს ჰენრიკი წვრთნიდა, მაგრამ ყველაფერი ცუდად დასრულდა და გუნდი მეორე დივიზიონში გავარდა.

რივალდო და რივალდინიო

სამართლიანი იქნებოდა იმის თქმა, რომ რივალდო კრეატიული მხოლოდ საფეხბურთო მოედანზე იყო და შვილის სახელის შერჩევისას მახვილგონივრობა ნამდვილად არ გამოუყენებია.

ასევე, სამწუხაროა, რომ რივალდინიოს მამის ნიჭის ნახევარიც არ დაჰყოლია.

22 წლის შემტევმა კარიერის დიდი ნაწილი ბრაზილიაში გაატარა. უკანასკნელი 13 თვის განმავლობაში კი საკუთარი ბედის ძიება ევროპაში დაიწყო. თავიდან კონტრაქტი „ბუქარესტის დინამოსთან“ გააფორმა, დღესდღეობით კი ბულგარეთის „ლევსკის“ ღირსებას იცავს.

ბებეტო და მატეუში

1994 წლის მსოფლიო ჩემპიონის - ბებეტოს შვილი, მატეუში ასევე პროფესიონალი ფეხბურთელია. იგი „სპორტინგის“ საკუთრებაა მაგრამ იჯარით „გიმარაეშშია“ გაშვებული.

23 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ლისაბონურ გუნდში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და იძულებული გახდა კლუბი შეეცვალა. „ლომებში“ მატეუში გასულ ზაფხულს „ეშტორილიდან“ 3.5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ გადავიდა.

მატეუშს ბრაზილიის 20 წლამდელთა ნაკრებში 4 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

გეორგე და იანის ჰაჯი

ახლა რუმინელი ლეგენდა 53 წლისაა, კარიერის მანძილზე მას ისეთ გუნდებში აქვს ნათამაშები, როგორებიც: „ბარსელონა“, „რეალი“ და „გალათასარაი“ არიან. ნაკრების მაისური კი გეორგემ 125-ჯერ მოიგო.

ჰაჯი იმდენად იყო საკუთარი შვილით აღფრთოვანებული, რომ მას რუმინეთის ნაკრების კაპიტნობაც უწინასწარმეტყველა.

ჰაჯის წინასწარმეტყველბა ასრულდა და მისი შვილი რუმინეთის 16 წლამდელთა ნაკრების კაპიტნად მოგვევლინა. 2015 წელს იგი „ვიტორულიდან“ „ფიორენტინაში“ გადავიდა, თუმცა იტალიურ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა და უკან რუმინეთში დაბრუნდა.

აღსანიშნავია, რომ ჰაჯი 2017 წელს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოზეც იყო წარდგენილი.

ენრიკო და ფედერიკო კიეზა

ფედერიკო კიეზას ვარდნა ინგლისთან მატჩში სერიოზული განხილვის საგანი გახდა. შეხვედრის არბიტრმა ვიდეოგამეორებასაც მიმართა და სწორედ ამის შემდეგ დანიშნა თერთმეტმეტრიანი ინგლისელთა კარის მიმართულებით. პენალტი ლორენცო ინსინიემ გამოიყენა და „სკუადრა აძურას“ თამაში გადაურჩინა.

20 წლის უინგერმა „ფიორენტინას“ რიგებში 29 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლსა და 5 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

რაც შეეხება მამამისს, ენრიკო კიეზამ კარიერა „სერია ა“-ს გუნდებში გაატარა და ნაკრებში ჩატარებული 22 შეხვედრიდან 7-ჯერ მოახერხა მეტოქე გუნდის კარის აღება.