ავთანდილ ხურციძეს განაჩენს დღეს გამოუტანენ
Aa
Aa

ავთანდილ ხურციძეს განაჩენს დღეს გამოუტანენ

ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე, გასული წლის ივლისში, რუსულ კრიმინალურ სიკდიკატთან კავშირის ბრალდებით ნიუ იორკში დააკავეს.

მას შემდეგ ხურციძე სასჯელს იხდის, ხოლო დღეს მისი სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, რომელიც გაარკვევს, გაათავისუფლებენ თუ არა ქართველ სპორტსმენს გირაოს სანაცვლოდ.

აღნიშნული ინფორმაცია, ხურციძის მეგობარმა მერაბ დვალიშვილმა "ფეისბუქის" მეშვეობით გაავრცელა და ნიუ იორკში მყოფ ქართველებს პროცესზე დასწრება და მხარდაჭერა სთხოვა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ივლისში, ნიუ იორკში, 15 ადამიანი დააკავეს, რომელთა შორის ხურციძეც იყო და მას ამჟამად წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ასევე იხილეთ - ავთანდილ ხურციძის ემოციური წერილი ციხიდან

ცხელი ამბები