“ვიცით, რამდენად ძლიერია ლესტერი“ - ჩაკვეტაძის მატჩისწინა კომენტარი
ინგლისის ჩემპიონშიფის მორიგ ტურში უოტფორდი ლესტერს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, გიორგი ჩაკვეტაძემ კომენტარი გააკეთა.
ჩაკვეტაძე:
„თავს კარგად ვგრძნობ. ყოველთვის ყველასთვის რთულია ამხელა პაუზის შემდეგ დაბრუნება. ფეხები დამძიმებულია, მაგრამ ყოველი თამაშის შემდეგ, უმჯობესდება.
ყოველთვის 3 ქულის მოპოვებას და ჩვენი ფეხბურთის თამაშს ვცდილობთ, ამიტომ სამივე თამაშში მაქსიმალურად დავიხარჯებით.
ვიცით, რამდენად ძლიერია ლესტერი, თანაც ისინი სახლში თამაშობენ, მაგრამ ჩვენ, ჩვენი თამაშით 3 ქულის მოპოვებას ვეცდებით.
ზედიზედ 3 თამაშის ჩატარება ყოველთვის რთულია, დიდი ენერგიაა საჭირო. აქედან გამომდინარე, ყველა მოთამაშე გვჭირდება. ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ.“
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ მძიმე ტრავმის მოშუშების შემდეგ, მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა. ჯერჯერობით მისი სტატისტიკის გრაფაში ყველგან ნული წერია. უოტფორდისა და ლესტერის დაპირისპირება 26 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:00-დან დაიწყება.