ლივერპული, სანდერლენდი
Aa
Aa

მამარდაშვილს არ უთამაშია - ლივერპულმა სანდერლენდს ვერ მოუგო

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ლივერპულმა სანდერლენდს უმასპინძლა და ქულები ისევ დაკარგა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

სამწუხაროდ, გიორგი მამარდაშვილი სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა და ძირითად შემადგენლობაში ალისონ ბეკერმა ითამაშა.

მიუხედავად იმისა, რომ მერსისაიდელები კოლოსალურ უპირატესობას ფლობდნენ ანგარიში 67-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს. თავი ტაიბიმ გამოიჩინა.

სლოტის გუნდმა ზეწოლა გააძლიერა და 81-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, თუმცა გოლი მუკიელემ საკუთარ კარში გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, მერსისაიდელებს 22 ქულა დაუგროვდათ და სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციას იკავებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სამეფო თასი: ვილიარეალმა ანტონიანოს პენალტების სერიაში მოუგო
სამეფო თასი: ვილიარეალმა ანტონიანოს პენალტების სერიაში მოუგო