Aa
Aa

"ბორჯღალოსნები" ფრანგ ბარბაროსებს "დინამო არენაზე" უმასპინძლებენ

31 მაისს „დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული სარაგბო ნაკრები ფრანგ ბარბაროსებს შეხვდება.

გასული წლიდან მოყოლებული, ფრანგ ბარბაროსებს, საფრანგეთის მე-2 ეროვნული ნაკრების სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.

შეხვედრის ორგანიზება საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე მოხერხდა.

ბოლო წლებში პირველი შემთხვევაა, როცა ქართველ გულშემატკივარს „ბორჯღალოსნების“ ხილვა ჩვენს ქვეყანაში შეეძლება.