ფორმულა 1-ში პრომო გოგონები ბავშვებით შეიცვლებიან
2018 წლიდან ფორმულა 1-ში პრომო გოგონები, ბავშვებით შეიცვლებიან. აღნიშნული იმფორმაცია გათამაშების ორგანიზატორებმა უკვე დაადასტურეს.
როგორც ირკვევა, გოგონების ბავშვებით ჩანაცვლება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ქალთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ, გოგონების გამოყენება სექსუალურ კონტექსტად მიიჩნია და ამასთან დაკავშირებით პრეტენზია გამოთქვა.
თუკი საკითხს უშუალოდ გოგონების პოზიციიდან შევხედავთ, შეგვიძლია, ცნობილი ინგლისელი მოდელისა და მსახიობის კელი ბრუკის კომენტარი გავიხსენოთ, რომელიც ამბობს, რომ ფორმულა 1-ში პრომოდ მუშაობა, მისი ყველა დროის საუკეთესო სამსახურია.