9 დღე SUPER BOWL-ამდე და საინტერესო სანაძლეო - „როკი“-„როკის“ წინააღმდეგ
Aa
Aa

9 დღე SUPER BOWL-ამდე და საინტერესო სანაძლეო - „როკი“-„როკის“ წინააღმდეგ

SUPER BOWL-ი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ამერიკული საბუკმეკერო სამყაროსთვის. შარშანდელ ფინალზე მხოლოდ ა.შ.შ-ს მასშტაბით 138.4 მილიონი დოლარის ფსონები იქნა მიღებული.

წელს საინტერესო სანაძლეო შედგა ფილადელფიისა და ბროკტონის მერებს შორის, რომლებიც ფსონად საკუთარ ქალაქში მდებარე „როკის“ ქანდაკებებს ჩამოვიდნენ.

იმ შემთხვევაში თუ „ნიუ ინგლენდი“ მოიგებს SUPER BOWL-ს  ფილადელფიის მერი ჯიმ კენი, როკი ბალბოას ქანდაკებას „ნიუ ინგლენდის“ სათამაშო ფორმითა და გერბით შემოსავს, ხოლო თუ თასს „ფილადელფია“ ასწევს, ბროკტონის მერი ბილ კარპენტერი,  დაუმარცხებელი როკი მარჩიანოს ქანდაკებას „ფილადელფიას“ სათამაშო აღჭურვილობით გაალამაზებს.

ცხელი ამბები