Aa
Aa

როგორ იზეიმეს ტოჩინოშინის ჩემპიონობა ერთ-ერთ თბილისურ ბარში?

ლევან გორგაძის, იგივე ტოჩინოშინის შესახებ, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სრულიად სუმოს სამყაროში ლაპარაკობენ.

ქართველმა სპორტსმენმა რამდენიმე საათის წინ უდიდეს წარმატებას მიაღწია და სუმოში ყველაზე პრესტიჟული - "ჰაცუ ბაშო" (იმპერატორის თასი) მოიგო.

ტოჩინოშინის დღევანდელ საჩემპიონო შეხვედრას სპეციალურად შეკრებილი გულშემატკივრები, თბილისის ერთ-ერთ ბარში ელოდებოდნენ და მათ გამარჯვება ერთად იზეიმეს.

აღსანიშნავია, რომ იქ იმყოფებოდა ქართული სუმოს პიონერი ლევან ცაგურია, იგივე კოკაი, რომელიც სუმოს არსებობის ისტორიაში პირველი ქართველი მებრძოლია.

ცხელი ამბები