არმან ცარუკიანი
Aa
Aa

ისლამთან რემატჩი აუცილებლად შედგება - ცარუკიანი იმედს არ კარგავს

იანვარში გამართულ UFC-ის სატიტულო დაპირისპირებაში არმან ცარუკიანის ტრავმამ სერიოზული კორექტივები შეიტანა. გულშემატკივარი სომეხ მებრძოლსა და ჩემპიონ ისლამ მახაჩევს შორის უშეღავათო ორთაბრძოლას ელოდა, თუმცა მეინ ივენთამდე რამდენიმე დღით ადრე, ცარუკიანი ბრძოლას ზურგის ტრავმის გამო ჩაეხსნა, მის ნაცვლად ოქტაგონზე გასულმა ბრაზილიელმა რენატო მოიკანომ კი დაღესტნელს სათანადო წინააღმდეგობა აშკარად ვერ გაუწია. მოვლენათა მისთვის არასასურველი სცენარით განვითარების მიუხედავად, არმანი იმედს არ კარგავს, რომ უახლოეს პერიოდში მახაჩევს აუცილებლად შეხვდება.

რას ამბობს ცარუკიანი

იმ შემთხვევაში თუ ისლამ მახაჩევი მსუბუქ წონით დივიზიონში დარჩება და ტიტულის დაცვას აქ განაგრძობს, ადრე თუ გვიან ჩემთან დაპირისპირება მაინც მოუწევს, რადგან წინ დიდი გეგმები მაქვს. მსგავსი დაბრკოლებები ცხოვრებაში ბევრი მქონია, მაგრამ დასახული მიზნისთვის ყოველთვის მიმიღწევია. მაშინდელი ქარდი ძალიან მაგარი გამოვიდა - მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი სრულიად დამსახურებულად დაამარცხა და ქართველს გამარჯვება მივულოცე.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს მახაჩევი და ცარუკიანი 2019 წელს დაუპირისპირდნენ და მაშინ ისლამმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. სომეხი მებრძოლის სატიტულო ბრძოლიდან ჩახსნის შემდეგ, UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენა უაითმა თქვა, რომ ცარუკიანს ქამრისთვის ჩხუბამდე თავისი შესაძლებლობების ხელახლა დამტკიცება მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირადი ვერტმფრენი და აპარტამენტები მაიამიში - რა ქონებას ფლობს არმან ცარუკიანი
პირადი ვერტმფრენი და აპარტამენტები მაიამიში - რა ქონებას ფლობს არმან ცარუკიანი